ოლივია ჰასმა და ლეონარდ უაითინგმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და Paramount-ი სექსუალურ შევიწროებაში, თაღლითობაში, სექსუალურ ძალადობასა და განზრახ ემოციური სტრესის მიყენებაში დაადანაშაულეს.
სარჩელში 1968 წელს გადაღებული ფილმის იმ ეპიზოდზეა საუბარი, სადაც მსახიობები შიშვლები ჩანან. ჰასი და უაითინგი იმ დროს 15 და 16 წლისანი იყვნენ. მსახიობების თქმით, ისინი რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ დაარწმუნა, რომ ფილმში მათი შიშველი სხეული არ გამოჩნდებოდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა და ამის გამო მათ მძიმე ემოციური ტრავმა მიიღეს.