ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. როგორც BBC იუწყება,პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2023 წლის პირველ დღეებში, ჰაერის ტემპერატურამ პლიუს 18.9 გრადუსს მიაღწია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კი, 25.1 გრადუსზე მეტია.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ბილბაოში ტემპერატურა, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურას გაუტოლდა. რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და დანიაშიც.
შვეიცარიაში სინოპტიკოსებმა პლიუს 20 გრადუსი დააფიქსირეს. მაღალი ტემპერატურა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ნეგატიურად აისახა.