FC Samgurali official შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
?️?️ წყალტუბოს ,,სამგურალის” მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ჭელიძე დაინიშნა.
? 37 წლის გიორგი ჭელიძე მწვრთნელთა PRO ლიცენზიის მფლობელია. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში წვრთნიდა ბოლნისის ,,სიონს”, ,,თელავს”, თბილისის „შევარდენს“, ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“ და „საბურთალო 2“-ს. მუშაობდა ქუთაისის ,,ტორპედოს” სამწვრთნელო შტაბშიც.
წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ვიმედოვნებთ, რომ ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ!
შეგახსენებთ რომ “სამგურალმა” ახლახანს გიორგი მიქაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. გიორგი ჭელიძე კი აწ უკვე დასრულებულ სეზონში ბოლნისის “სიონს” წვრთნიდა, რომელიც უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩა.