უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
„მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და უკრაინის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 3 თებერვალს კიევში და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს აცნობა უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული დიდი პროგრესი.