LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1804 ლარი გახდა

რომელმა მილიარდელებმა იზარალეს 2022 წელს ყველაზე მეტად

დაპოსტა 2022/12/23-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

წელს მსოფლიო მილიარდერებმა 1,9 ტრლნ დოლარი დაკარგეს. 9 დეკემბრის მდგომარეობით, მათი საერთო ქონება 13,8 ტრლნ დოლარიდან 11,9 ტრლნ დოლარამდე შემცირდა. მონაცემებს Forbes აქვეყნებს.

ყველაზე მეტად ამერიკელმა მილიარდერებმა იზარალეს, რომლებმაც საერთო ჯამში 660 მლრდ დოლარი დაკარგეს. Forbes USA-ს მიხედვით, იკლო მილიარდერების რაოდენობამაც, რაც 2671-დან 2523-მდე შემცირდა. ყველაზე მეტად 300 ტექნოლოგიური მილიარდერი დაზარლადა, რომლებმაც წელს ერთობლივად ტრილიონ დოლარზე მეტი დაკარგეს. კომპანიები ამცირებენ ხარჯებს, ათავისუფლებენ თანამშრომლებსა და უარს ამბობენ აქციათა საჯარო ვაჭრობაზე.

ამერიკული კომპანიების აქციები დეკემბრის მდგომარეობით ასეთია:

  • Amazon- აქციები, თითქმის, 50%-ით დაეცა, რის შედეგადაც დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 80 მლრდ დოლარზე მეტად შემცირდა.
  • Alphabet Google – აქციები 36%-ით დაეცა, რამაც თანადამფუძნებლების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონება 40 მლრდ დოლარზე მეტად აზარალა
  • Microsoft – 9 დეკემბრის მდგომარეობით, აქციები 27%-ით დაეცა, რამაც თანადამფუძნებლის, ბილ გეითსისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ბალმერის კუთვნლი კაპიტალი შეამცირა. თუმცა, Forbes USA-ს შეფასებით, ცუდი წელი თავად გეითსის დამსახურებაა, რადგან წლევანდელ ზაფხულს მან ბილ და მელინდა გეითსების ფონდს 20 მლრდ დოლარი აჩუქა.
  • Meta Platforms – აქციები 66%-ით დაეცა, ხოლო მარკ ცუკერბერგმა წელს, დაახლოებით, 78 მლრდ დოლარი დაკარგა.
  • Tesla – აქციების ფასი 20 დეკემბრის მდგომარეობით 60%-ით დაეცა.

Forbes-ის შეფასებით, წლის ყველაზე დიდი მარცხი ილონ მასკმა განიცადა. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ „საავტომობილო მილიარდერი,“ რომელიც, ასევე, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორია, მეტად დიდ დროს და ფულს ხარჯავს თავის ახალ „სათამაშოზე,“ Twitter-ზე. მასკი ამ სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორიცაა. Forbes-ის შეფასებით, მასკმა 2022 წელს 115 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა. მაშინ, როცა წლის დასაწყისში ის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო და ფრანგული მოდის ბიზნესის მეფეს, ბერნარ არნოს 70 მლრდ დოლარით უსწრებდა. მიმდინარე თვის დასაწყისში მასკმა პირველი ადგილი არნოს დაუთმო, ხოლო მისი ქონება კლებას განაგრძობს.

  • Nike- თანადამფუძნებელ ფილ ნაითმა 18,3 მლრდ დოლარი დაკარგა.
  • Estee Lauder – ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეონარდ ლაუდერმა 9,8 მლრდ დოლარით იზარალა
  • Rocket Mortgage – კომპანიის დამფუძნებელ დენ გილბერტის ქონება 8,1 მლრდ დოლარით შემცირდა.

ამ ამერიკული კომპანიებისთვის 2022 ყველაზე ცუდი წელი აღმოჩნდა მათი არსებობის პერიოდში.

აშშ-ის შემდეგ დიდი თანხა ჩინელმა მილიარდერებმა დაკარგეს, რამაც საერთო ჯამში 620 მლრდ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად Alibaba-ს თანადამფუძნებელ ჯეკ მამ იზარალა, რომელმაც 13,1 მლრდ დოლარი დაკარგა. ტექნოლოგიებზე ჩინეთში მოქმედი შეზღვუდების გამო ჯეკ მა საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდა. ასევე, 11,6 მლრდ დოლარით იზარალა უძრავი ქონების ბიზნესმემკვიდრე იან ჰუიანმა, ხოლო დაფასოებული წყლის მაგნატმა, ჩჟუნ შანშანმა 11,3 მლრდ დოლარი დაკარგა.

ქვეყნების 5-ეული, სადაც 2022 წელს მილიარდერებმა ყველაზე მეტი ფინანსური ზარალი განიცადეს:

  • აშშ – მილიარდერების მთლიანი ქონება 4,5 ტრლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 660 მლრდ დოლარი (-13%) დაიკარგა
  • ჩინეთი – მთლიანი ქონება 1.7 ტრლნ დოლარი, მინუს 620 მლრდ დოლარი (-27%)
  • ჰონგ კონგი – მთლიანი ქონება 350 მლრდ დოლარი, მინუს 60 მლრდ დოლარი (-15%)
  • რუსეთი – მთლიანი ქონება 470 მლრდ დოლარი, მინუს 150 მლრდ დოლარი (-24%)
  • გერმანია – მთლიანი ქონება 540 მლრდ დოლარი, მინუს 120 მლრდ დოლარი (-19%)

2022 წელს მსოფლიო მილიარდერების რაოდენობისა და მათი ქონების შემცირების გამომწვევ მთავარ ტენდენციებად Forbes საფონდო ბირჟის რყევებს, რუსეთ-უკრაინის ომსა და შეუკავებელ ინფლაციას ასახელებს.

წყარო: bpn.ge

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ყაზბეგში ყინულის ფერდი ჩამოიშალა, არიან დაშავებულები
მთავარი

ან­ტარ­ქტი­და­ში, კონ­კორ­დი­ის კვლე­ვით სად­გურ­ზე, დე­და­მი­წა­ზე ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. 18 ივ­ლისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ -84.1°C-ს (-119.4°F) მი­აღ­წია. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში ორ­ჯერ და­ფიქ­სირ­და...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ
მთავარი

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"