LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დაპოსტა 2019/07/30-ში
A A
1k
ნახვა
გაზიარება
რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნებისმიერ ადამიანს, ფსიქოტიპიდან გამომდინარე, გააჩნია სუსტი წერტილები და თემები, რომელზე საუბარიც რბილად რომ ვთქვათ “ნაკლებად სასიამოვნოა” მისთვის. მამაკაცები, მოგეხსენებათ თავმოყვარე და ამაყი არსებები არიან. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, თუ “ის კონკრეტული” სუსტი წერტილი იპოვნა ქალმა შესაძლოა თქვენი საყვარელი მამაკაცის საფასადო თავდაჯერება შარშანდელი თოვლივით გაქრეს… ასე, რომ ძვირფასო ქალებო, გადაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მათ.

ვერძი
მამაკაცი ვერძი გარეგნულად ძალიან თავდაჯერებული და შემტევი ჩანს, თუმცა მისი წყობიდან გამოყვანა ძალზე მარტივი საქმეა. არ შეეხოთ მის პროფესიულ თავმოყვარეობას, არ უთხრათ, რომ ვიღაც უშანგი გაცილებით უფრო წარმატებულია მასთან სამსახურში, მაშინ როცა თავად მას გაცილებით მეტი რესურსი გააჩნია საქმის უკეთ გასაკეთებლად. კიდევ ერთი სისუსტე ვერძისთვის თავისუფლების შეზღუდვაა, თუ მას გაუთავებელი პრეტენზიებით გაუბურღავთ ტვინს ან შემოაკვდებით, ან თქვენი ცხოვრებიდან უკვალოდ და სამუდამოდ გაქრება.

კურო
მამაკაცი კურო ძალზე მშვიდი, გაწონასწორებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს ძირითადად. ზოგჯერ მისი გამომეტყველება ისეთი ინდეფერენტულია, შეიძლება გეგონოთ, რომ ამ კაცს ვერავინ და ვერაფერი გამოიყვანს წყობიდან. მაგრამ ცდებით! კუროს ყველაზე მეტად აჩქარება აცოფებს. თუ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა გსურთ, უთხარით, რომ საშინლად ზოზინა და მოუქნელია. გარდა ამისა, კუროს გაცხარება, მისი საკუთრების ხელყოფასაც შეუძლია. თუ ეს კაცი რაიმეს თავისად თვლის, მას არაფრის დიდებით არ დაუთმობს სხვას.

Astrologia

ტყუპი
ტყუპი ბუნებით ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ნიშანია. ამიტომ ამ ხალხს სხვების მწყობრიდან გამოყვანა უფრო ეადვილება. თუმცა, მამაკაც ტყუპსაც გააჩნია სისუსტეები და არცთუ ცოტა. მასზე ყველაზე მეტად მოქმედებს ინფორმაციული ვაკუუმი (შეუზღუდეთ ინტერნეტი ან მობილურთან წვდომა) და პარტნიორი, რომელიც მოსაწყენი და უინტელექტოა. აქედან გამომდინარე, ასეთ მამაკაცს შეიძლება სასჯელად მოუვლინოთ ქალი, რომელიც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს დოსტოევსკისა და დიკენსს ან  ერთი და იგივე ჰგონია ჩრდილოეთ პოლუსი და  შვეიცარიის ალპები.

კირჩხიბი
მამაკაცი კირჩხიბი ბუნებით უზომოდ წყენია და ემოციური ტიპაჟია. შესაძლოა ისეთ რამეებზე გაგიბრაზდეთ, რაც თქვენი აზრით სასაცილოდაც არ ღირს. თუმცა, არსებობს უფრო მტკივნეული თემებიც კირჩხიბისთვის. პირველი სუსტი წერტილი მისი ოჯახის, კერძოდ დედის მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა. თუ გსურთ კირჩხიბი გადაიმტეროთ, გააკრიტიკეთ დედამისი. გარდა ამისა, კიბო უყაირათო და მფლანგველ ქალებზეც მტკივნეულად რეაგირებს.

ლომი
მამაკაცი ლომი მეფური ბუნების, ამბიციური ინდივიდია. თუმცა მისი ერთი შეხედვით უზადო იმიჯისა და თავდაჭერილობის მიღმა, საკმაოდ ბევრი არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუკი თქვენს თაყვანისმცემელ ლომს “ყოფილების” ღირსებაზე და დადებით თვისებებზე გაუმახვილებთ ყურადღებას. იგი შეურაცხოფილი და ფრიად განაწყენებული დარჩება იმ ფაქტით, რომ მისი მეფური პერსონა, ვიღაც მდაბიოებთან შესადარებლად გაიმეტეს.
ქალწული
ქალწული მამაკაცი ბუნებით მოწესრიგებული, წინდახედული და ხელმომჭირნეა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ სფინქსის გამომეტყველების მქონე ტიპს წყობიდან ვერაფერი გამოიყვანს, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, სუსტი წერტილები ქალწულსაც ბევრი გააჩნია. იგი ყველაზე მეტად არაჰიგიენურ, ფეთხუმ და დაუკვირვებელ ქალებს გამოჰყავს წყობიდან. გარდა ამისა,

თუ თქვენ მისი ფულის განიავებასაც მიჰყოფთ ხელს (რა თქმა უნდა, თუკი მის საკრედიტო ბარათამდე წვდომა შეძელით) ქალწულის სახით სამუდამო მტერი გარანტირებული გეყოლებათ.

სასწორი
მამაკაცი სასწორი დიპლომატიის, სიმშვიდისა და გალანტურობის განსახიერებაა. იგი მუდამ იღიმის და ელეგანტურად გამოიყურება. ამიტომ შეიძლება იფიქროთ, რომ მისი წყობიდან გამოყვანა ძალზე ძნელი იქნება, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. სასწორი ვერ იტანს ვულგარულობას, ხმაურს და უგემოვნო ადამიანებს. ამიტომ თუ თქვენ ლექსიკონში “სლენგი” ხშირად გამოერევა, ხელში რაც მოგხვდებათ იმ სამოსით იმოსებით და ხშირად უმართავთ სახლში ხმაურიან თავყრილობებს, იგი თავაზიანად მაგრამ მტკიცედ მიგითითებთ კარისკენ.

Astrologia

მორიელი
აი, თუ ვინმეს წყობიდან გამოსაყვანად მაქსიმალური მონდომება და ნებისყოფის სიმტკიცეა საჭირო, ეს მამაკაცი მორიელია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები საკუთარი ემოციების ფლობის გასაოცარი უნარით არიან დაჯილდოებულნი. აქედან გამომდინარე, მისი სუსტი წერტილის აღმოსაჩენად ძალიან დიდი გამჭრიახობა გესაჭიროებათ. თუმცა, უნაკლო არავინაა ამქვეყნად. შესაბამისად, მორიელსაც გააჩნია აქილევსის ქუსლი – ეს კი მისი თავმოყვარეობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ყველაზე მეტად უარყოფილის სტატუსს ვერ ეგუებიან. ამიტომ, თუ თქვენ მორიელთან ურთიერთობა დაიწყეთ და შემდგომ ამისა, აუხსნელი მიზეზებით მოულოდნელად მიატოვეთ, დამიჯერეთ მისი სახით ხანგრძლივ შურისძიებას გამოუწერთ საკუთარ თავს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი მამაკაცი ერთი შეხედვით ოპტიმისტი, მხიარული და ხალისიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, მისი მწყობრიდან გამოყვანა საკმაოდ მარტივი საქმეა, იქედან გამომდინარე, რომ მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიის ნიშანია და მარტივად “ფეთქდება”. თუმცა, განსაკუთრებით მტკივნეული წერტილები მასაც გააჩნია და ეს უპირველესყოვლისა მის ავტორიტეტულობასა და ცოდნაში ეჭვის შეტანისას ვლინდება. მშვილდოსანს ძალიან უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება და თავისებური “გურუს” როლის მორგება სამეგობროში. გარდა ამისა, ეს კაცი განსაკუთრებულად რეაგირებს ტყუილზე და ორმაგ თამაშზე ქალის მხრიდან.

თხის რქა
თხის რქა ბუნებით პრაგმატული, წინდახედული და სერიოზული მამრია. თუმცა მის “ჩარკინაბეტონებულ” იმიჯსაც გააჩნია სუსტი და ადვილად მტვრევადი ადგილები. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად გარეგნული სოლიდურობისა თხის რქა, შინაგანად დეპრესიისკენ მიდრეკილი და პესიმისტი ინდივიდია. ამიტომ თუ თქვენ მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას აიძულებთ, განსაკუთრებით პროფესიული კუთხით იგი პირქუში და სიტყვაძუნწი გახდება. არანაკლებ აღიზიანებს თხის რქას ექსტრავაგანტურად ჩაცმულ-დახურული ქალები და ზოგადად, მანდილოსნის ვულგარული იმიჯი.

მერწყული
მერწყული ბუნებით ძალზე უკონფლიქტო, ჰუმანური და მეგობრული ნიშანია. აქედან გამომდინარე, მამაკაცი მერწყულის მწყობრიდან გამოყვანა ძნელი, ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეც კია. თუმცა, არსებობს რიგი სიტუაციები, რომელსაც მერწყული უბრალოდ ვერ ეგუება, მათ შორისაა ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული პარტნიორის გვერდით ყოფნა. ეს კაცი ვერ იტანს შეზღუდვებს და ვალდებულებებს. შესაბამისად, თუ თქვენ მას “პირად სივრცეს” შეუზღუდავთ, იგი უბრალოდ აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან.

თევზები
მამაკაცი თევზი ლოიალური, რბილი და მეოცნებე ტიპაჟია. ზოგადად თევზები იშვიათად გამოხატავენ აგრესიას და გაბრაზებას აშკარა და პირდაპირი სახით. აქედან გამომდინარე, თუკი მისი მწყობრიდან გამოყვანა მაინც შეძელით, მძაფრ რეაქციებს, დებოშსა და ჭურჭლის მტვრევას ნუ დაელოდებით საპასუხოდ. თევზები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მაშინ, როცა ვინმე მათ შინაგან სამყაროს, გატაცებას ან ჰობის იგდებს აბუჩად. ამასთან ერთად, არ უნდა უკიჟინოთ მას, რომ ხელმოცარული და უხერხემლოა. რომც არ იყოს რეალურად ასეთი, შესაძლოა თქვენმა შეძახილმა უბიძგოს დეგრადაციისკენ.

 

თეგები: ზოდიაქოს ნიშანიიტანენმამაკაცებირა არ უყვართ
გაზიარება402

დაკავშირებული -პოსტები

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ
მთავარი

25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...

დაწვრილებითDetails

აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები

by მეგა TV
მაისი 24, 2025
0
აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები
მთავარი

აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მას­შტა­ბუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია ხდე­ბა - პრო­ცე­სი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის რიფ­ტუ­ლი სის­ტე­მი­დან (EARS) მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს ნაპ­რა­ლი სო­მა­ლი­სა და ნუ­ბი­ის ფი­ლებს შო­რის სა­ზღვარს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თან­და­თა­ნო­ბით ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ეთი­ო­პი­ის...

დაწვრილებითDetails

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს ჰყავთ სამი მფარველი ანგელოზი

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
დღეს საკრალური დღეა – რა უნდა იცოდეთ და რა უნდა გააკეთოთ 20 მარტს
ასტროლოგია

ყოველ 12 თვეში ერთხელ არის პერიოდი, როდესაც იბადებიან ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად სამი ანგელოზი იცავს. ვინ არიან ეს იღბლიანები და როგორ მოხდა, რომ მათ ერთდროულად რამდენიმე მეურვე ჰყავთ? ჩვენს სამყაროში, სავსე...

დაწვრილებითDetails

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

by მეგა TV
აპრილი 28, 2025
0
„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

by მეგა TV
თებერვალი 15, 2025
0
“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

by მეგა TV
იანვარი 27, 2025
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

by მეგა TV
იანვარი 3, 2025
0
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails

დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2024
0
დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების რისკის მქონე ადამიანებს სივრცითი ნავიგაცია დარღვეული აქვთ სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer's & Dementia. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 43-დან 66...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 26, 2024
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
ასტროლოგია

29 სექტემბრიდან, სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება - დედამიწას, ასტეროიდ 2024 PT5-ის სახით, დროებით „მეორე მთვარე“ ეყოლება. ინფორმაციას Space-ი ავრცელებს. განსხვავებით ჩვენი პლანეტის მთავარი თანამგზავრისგან, რომელიც დედამიწას დაახლოებით 4 მილიარდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"