LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში კორონავირუსით მოსახლეობის 30% დაავადდება

რას მივმართოთ ვირუსული ხველების დროს-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

დაპოსტა 2022/12/06-ში
A A
109
ნახვა
გაზიარება

რას მივმართოთ ვირუსული ხველების დროს -ს განმარტებით, მიმდინარე ვირუსული ინფექციის დროს, ხანგრძლივი ხველების დროს ხშირია, როდესაც ადამიანები ხველის წამლებს მოიხმარენ, რაც ხშირად უსარგებლო და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის მავნებელიც კი არის.

ინფექციონისტის განმარტებით, ხველის წამლების ნაწილის ამოცანა ნახველის გათხელებაა, რომ ადამიანმა მარტივად შეძლოს ნახველის ამოღება. ზოგიერთი “ხველის” მედიკამენტი კი მხოლოდ თრგუნავს ხველებას, რაც მისგან მოჩვენებით გამოჯანმრთელებას იწვევს.

როგორც ცნობილი ინფექციონისტი ამბობს, ხანგრძლივი ხველის დროს მეტად შედეგიანი საწუწნი აბების/კანფეტების მიღებას და თაფლის ე.წ. მოწუწვნას აქვს, რასაც ხველის დამამშვიდებელი ეფექტი მოაქვს. ხოლო ვირუსული ინფექციის გართულებისა და მაღალი ცხელების დროს, ადამიანი მეტად ყურადღებით უნდა იყოს, ვინაიდან შესაძლოა სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო.

“ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო ძალიან ბევრს აწუხებს ხველა, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება (ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე) და ძალიან შემაწუხებელია. ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს “ხველის წამალი”, რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა “უნდა მოურჩინოს“. რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს.

“ხველის წამლების” ნაწილის ამოცანაა, გაათხიეროს ნახველი, რომ ადამიანმა უფრო ადვილად შეძლოს ნახველის ამოღება. ანუ ეს წამლები ხველას “არ შველის”, უბრალოდ აადვილებს ნახველისგან განთავისუფლებას. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს – “წამალს ვსვამ და მაინც ვახველებ“.

ზოგიერთი წამალი უბრალოდ თრგუნავს ხველას, რაც “მორჩენა” კი არ არის, უბრალოდ ხველის დათრგუნვაა და დროებით, მოჩვენებითი ეფექტი აქვს.

მოკლედ, ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ასეა. ამიტომ, ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს. მაგალითად, საწუწნი აბები ან კანფეტები, ხალხური მედიცინის ფანი არ ვარ, მაგრამ თაფლის მოწუწვნასაც აქვს ასეთი დროებითი, ხველის დამამშვიდებელი ეფექტი. მივიღოთ თბილი სითხე, კარგია თბილი ორთქლი, მაგალითად, შხაპის მიღებისას ხველა მშვიდდება ხოლმე. მოკლედ, მაქსიმალურად შევიმსუბუქოთ დამღლელი სიმპტომები და დაველოდოთ თანდათან თავისით გაუმჯობესებას.

საყურადღებო სიმპტომები, როცა შეიძლება უფრო სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო, არის მოყვითალო ან მომწვანო ნახველი, ცხელება 38 და მეტი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი. ასეთ დროს შეიძლება აუცილებელი იყოს გულმკერდის რენტგენი და პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია,” – წერს მაია ბუწაშვილი.

წყარო:RUSTAVI 2

თეგები: ინფექციონისტი მაია ბუწაშვილიროგორ უნდა მოვიქცეთ ხანგრძლივი ხველების დროსხველა
გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება სწავლა ბაღებსა და სკოლებში

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას – კვლევა
მთავარი

2025-20226 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღებში ასევე 15 სექტემბერს დაიწყება. 2025 წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს მოსწავლის ასაკთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

კაცმა ცოლს სცემა, შემდეგ კი შვილს გაუსწორდა ფიზიკურად

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში კაცმა ჯერ ცოლს სცემა შემდეგ კი შვილს გაუსწორდა ფიზიკურად. 50 წლამდე წლამდე ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით კაცმა ცოლს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა
მთავარი

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ვეზუვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია – კვამლი ქალაქებამდე აღწევს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
იტალიაში, ვეზუვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია – კვამლი ქალაქებამდე აღწევს
მთავარი

იტალიის ქალაქ ნეაპოლთან, ვეზუვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია, დაკვამლიანება ქალაქებში აღწევს. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, თუმცა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების შეჩერება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ადგილობრივი...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

სისხლიანი გარჩევა გორში და 6 დაკავებული

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს.   ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 11 პირი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი...

დაწვრილებითDetails

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.   „დონალდ ტრამპს, ილჰამ...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს
მთავარი

„ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 და 5 წილისყრაში იქნება გათამაშებული,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"