,, ? წეღან გზაზე სასწრაფოს მანქანა შემხვდა, გვერდზე გადაყენებული, ორი საბურავი ქონდა გახეთქილი
ორივე ერთ მხარეს, ეტყობა სადღაც ნამსხვრევებს გადაუარა, დაგლეჯილი იყო, , არვიცი გამოძახებაზე მიდიოდა მგონი, ციმციმა და სიგნალი ჩართული ქონდა
ზუსტად 7 მანქანა იყო გაჩერებული მის სიახლოვეს, მანქანასთან უამრავი ხალხი იყო, ზოგი ,,დანგრატით,, წევდა ზოგი სათადარიგო საბურავს ხსნიდა
შორიახლოს ერთი ჯიპი ეყენა, რომლის მძღოლმაც მას შემდეგ რაც დაინახა რომ ორივე საბურავი გახეთქილი იყო
თავისი სათადარიგო საბურავი მოხსნა, არვიცი ვერ ვერკვევი, ალბათ მიდიოდა ზომებში.
მოხსნა და მიიტანა… საკუთარი ხელით დაუგო.
ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, გვეშველება რამე?
პასუხი:
კი გვეშველება
ჩვენში არის რაღაც ნამდვილი, რაღაც წრფელი, რაც ყოველ ჯერზე მიბრუნებს იმის რწმენას რომ ნამდვილი ადამიანები არსებობენ ❤️,, – წერს გვერდი ქუთაისელები.