“როგორც ამბობენ მერი ბევრსაც სვამს და მთლად სახარბიელო სიმთვრალე არ აქვსო.” – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ “მეგა ტვ”-ს გადაცემაში “დისკურსი” გიორგი ჭიღვარიას შესახებ განაცხადა და დღეს მის კაბინეტთან ცოცხების მიტანის ფაქტს გამოეხმაურა:
“როცა ჩვენს წამოვედით შემდეგ დაუტოვებიათ ეს ცოცხები, სანამ იქ ვიყავით არავის არაფერი გაუკეთებია. ამ ცოცხებს ბატონი ჭიღვარია შეინახავს თავის კაბინეტში, კიდევ გამოადგება, თავის უსუსურობას გამოავლენს, გაბრაზებულები ადამიანები როცა მიადგებიან, გაახსენდება და გამოიტანს ისევ. გონია რომ ცოცხებით თავის უმაქნისობას შეცვლის, მაგრამ ნუ გონია რომ თეთრი ხიდი ან მერიაში კორუფცია ვინმეს დაავიწყდება. რესტორან-რესტორანში დადიან და ჩხუბითა და აყალ-მაყალით არიან დაკავებული მოქალაქეებთან, მთელ სუს-ი და სამთავრობო სტურქტურა ჩართულნი არიან მოქალაქეების დაშინებაში, არ გაამხილოთო. როგორც ამბობენ მერი ბევრსაც სვამს და მთლად სახარბიელო სიმთვრალე არ აქვსო.” – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ “მეგა ტვ”-ს გადაცემაში “დისკურსი”.