ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძემ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიიის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის სარჩელი და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება. მოსარჩელე ნათია კაპანაძე ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. კაპანაძის თქმით პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
კაპანაძე ასაჩივრებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 19 აპრილის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.









