თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, მიხეილ ყაფლანიშვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს.
“მშვიდად განისვენე ჩემო ძმაო. შენ იყავი ჩემთვის ყველაზე მაგარი ძმა და ახლო მეგობარი, უღალატო და ვაჟკაცი, კეთილი, პატიოსანი, ვისაც ვიცნობდი ძალიაან მატკინე გული, ჩემო ძმა. ღმერთმა სამოთხეში დაგამკვიდროს ადგილი. ძალიაან დამაკლდები. ძალიან ვწუხვარ. ხვალ თემირლანის სახელზე ხეების დარგვას ვაპირებდი და აი შენს სახელზეც დავრგავ რამოდენიმეს. არ ვიცი რა ვთქვა, ასე თუ რამე გულს მომიკლავდა ვერც წარმოვიდგენდი. ნათელში იყოს შენი გმირი და მებრძოლი სული”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ორთაჭალაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავარია მოხდა ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე. დაღუპულია ერთი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. წყარო: პრაიმტაიმი