სენაკში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს:
სენაკი, მე-2 სკოლის ტერიტორია, ამ ადგილას 6 წელია ველოდებით სიჩქარის შემზღუდავს, სხვადასხვა დროს მიწერა: მეორე სკოლამ, რესურს ცენტრმა, მოსახლეობამ და მე აპოლონ გარუჩავამ, თუმცა დღემდე ვერ მოგვარდა ეს საკითხი დაპირების მიუხედავად, ამ პერიოდში კი 3 ავარია (მათ შორის ბავშვს დაეჯახა) მოხდა. ერთი დღესაც წევს ქუთაისის საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით.ამათ გულგრილობას საზღვარი არ აქვს, სანამ ვინმე არ მოკვდება მანამ გულთან არ მიიტანენ, შემდეგ მივლენ უნამუსოდ სამძიმარზე და ნიანგის ცრემლებს დაღვრიან…
აქ რომ ,,ზებრა” დავხატე და საგზაო ნიშანი ,,ბავშვები” გავაკეთე დამაჯარიმეს 500 ლარით.გუშინწინ ეს ეგრეწოდებული ,,გემის თოკი” გავაკეთე, ხელი არ წაგცდეთ და ისევ ჯარიმაზე არ იფიქროთ თორემ თქვენსკენ გამოვუშვებ ამ გაღიზიანებულ და დაზარალებულ ხალხს!
როცა ხელისუფლება ვერ მუშაობს, მოქმედებს ხალხი!როცა კანონი არ მუშაობს, მოქმედებს ლინჩის წესი!