LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

ჩვენთან ეს რომ შემოიტანონ, იტყვიან, ძილის უფლებასაც აღარ გვაძლევენო – რომელზე უნდა იწყებოდეს სამსახური

დაპოსტა 2022/10/16-ში
A A
127
ნახვა
გაზიარება

რა მოხდება თუ კომპანიების ნაწილი სამუშაოს დილის 6-ზე ან ვთქვათ 7 საათზე დაიწყებს? ბევრი ქვეყანა სწორედ ასე ადრე იღვიძებს. ამით ხალხს მეტი დრო რჩება დასვენების, ოჯახისთვის და ქალაქებს ხერგილებისგან განტვირთვაში ეხმარება.

 

„სამუშაო დღე მთელ ქვეყანაში 8 საათზე წაიყოს და 16 საათზე დამთავრდეს“, – ასეთი იდეა ჰქონდა „რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს 2021 წელს. თუკი საქართველო ორის საათით ადრე გაიღვიძებდა ეს ხალხსაც წაადგებოდა და ქვეყნის ეკონომიკასაც – ამტკიცებდა რესტორატორი.

 

ასეთივე ინიციატივები ჰქონდათ სხვებსაც და არამარტო საქართველოში. ივლისში სომხეთის დედაქალაქის მერმა, ჰრაჩია სარქისიანმა გადაწყვიტა, რომ ერევანმა ადრე უნდა გაიღვიძოს და ამისთვის „უკიდურეს ზომებსაც“ მიმართა.

 

„ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ“, – თქვა მან. ახლა ერევნის მერიასა და სომხეთის სხვა მუნიციპალიტეტებში დილის 7 საათზე ჰიმნს უკრავენ.

 

მაინც რა იცვლება, როცა სამსახური არა 10 საათზე, არამედ 2-3 საათით ადრე იწყება?

 

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი რომელიც გერმანულენოვანი ქვეყნების (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) გამოცდილებას სწავლობდა, ამბობს, რომ ასე ოჯახისთვის და დასვენებისთვის მეტი დრო რჩება.

 

„ჩვენთან ადამიანი მუშაობას იწყებს ათ საათზე, ბრუნდება რვის ნახევარზე, რადგან თბილისში სახლში დროულად ვერც მიაღწევ. შეჭამს, დაწვება და დაიძინებს. გერმანიაში ექვს საათზე იწყება სამუშაო დღე. 14-15 საათზე უკვე სახლში არიან და მთელი საღამო წინ აქვთ. ძირითადად ქუჩაში სეირნობენ ოჯახთან ერთად. ამას მოჰყვება ისიც, რომ ვიღაცა მზესუმზირას გაყიდის, ვიღაცა მოხალულ წაბლს (ძალიან პოპულარულია ევროპაში), ვიღაც ნამცხვარს გამოაცხობს და იმას გაყიდის და დამატებითი შემოსავალი ექნება“, – ირაკლი როსტომაშივილი ამბობს, რომ სამუშაო საათების გადაწევა ქვეყნის ეკონომიკაზეც მოქმედებს, – „არ შეიძლება დაქცეულ ქვეყანაში მუნიციპალური სტრუქტურები 10 საათზე იწყებდნენ მუშაობას. მე თუ მაქვს დეველოპერული კომპანია და სახელმწიფო სამსახურები 6 საათზე გაიღება, მეც მასზე ავეწყობი. მაგრამ ჩვენთან ეს რომ შემოიტანონ, იტყვიან, ძილის უფლებასაც აღარ გვაძლევენო“.

 

კიდევ ერთი ფაქტორი – თბილისის ქუჩებში დილის და საღამოს საათებში მუდმივი ხერგილებია.

სამსახურში ყველა ერთი და იგივე დროს დადის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ კომპანიების ნაწილი მუშაობას ადრე დაიწყებს, ეს ქუჩების განტვირთვასაც შეეშველება.

„განტვირთვაზე ყველაფერი მოქმედებს“, – ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა, – „თბილისში ძირითადი ტრანსპორტი მანქანაა, თან ამ მანქანებში უმეტესად ერთი კაცი ზის… სამუშაო საათების გადაწევასაც აქვს აზრი, განსაკუთრებით დიდ ოფისებში. ამაში თავად კომპანიებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულები, მით უფრო, თუ თანამშრომელი სამსახურში დროზე ვერ მოდის…“

 

2022 წლის მონაცემებით, ადამიანები მსოფლიოში საშუალოდ 6:00 – 9:00 საათამდე იღვიძებენ. ეს ხშირად ამა თუ იმ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესსა თუ კულტურაზეა დამოკიდებული. ყველაზე ადრე იღვიძებს სამხრეთ აფრიკა – 6:24 სთ. ტოროლების რიგში არიან კოსტა რიკა და კოლუმბიაც. ევროპა და აზიის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა 7 საათისთვის იღვიძებს. ყველაზე გვიან კი საბერძნეთი და საუდის არაბეთი „დგება“ – 8:30 საათზე.

 

ეს საშუალო მაჩვენებელია, სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი გაცილებით ადრეც ახერხებს ადგომას, მაგალითად ამერიკელების საკმაოდ დიდი ნაწილი დილას 4 საათზე იწყებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია ესპანელებისთვის. ესპანეთში ამ დროისთვის ბევრი ჯერ მხოლოდ დასაძინებლად ემზადება.

 

კვლევებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიამ „ეისითი“ 2018 წელს ჩაატარა კვლევა თუ რომელ საათზე იღვიძებს თბილსის მოსახლეობა. გაირკვა, რომ 41% იღვიძებს 06:00- 08:00 საათებში, 39% – 08:00 -10:00 საათებში, ხოლო 9% – 10:00 -12:00 დროის პერიოდში. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:00 საათზე ან უფრო გვიან. ასევე ცონტანი არიან (6%) ისინიც, ვინც 06:00 საათზე ან უფრო ადრე დგებიან.

 

გარემოდამცველი კახა ბახტაძე იხსენებს, წლების წინ როგორ სცადეს ორგანიზაციაში სამუშაო საათები დილისკენ გადაეწიათ. მცდელობა მცდელობად დარჩა, რადგან თანამშრომლების ნაწილს ბავშვები სკოლაში ჰყავდა მისაყვანი.

 

„გვინდოდა 7-8 საათზე დაგვეწყო, მაგრამ 9 საათზეც კი ვერ მოდიოდნენ სამსახურში, რადგან მანამდე ბავშვი უნდა მიეყვანათ სკოლაში. ლოჯისტიკურმა პრობლემებმაც იჩინა თავი, აღმოჩნდა, რომ ისეთი თანამშრომლები, როგორიცაა, მაგალითად, ოფისს-მენეჯერი მთელი დღე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ან ორი ადამიანი უნდა აგვეყვანა ამ ადგილას“, – ამბობს კახა ბახტაძე და მიიჩნევს, რომ დღეს გაცილებით მოსახერხებელია, თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდეს ან შედარებით თავისუფალი გრაფიკი ჰქონდეს, – „სკოლას არის მორგებული დღეს ბევრი და ამის თქმა, რომ გინდა თუ არა 7 საათზე დაიწყე მუშაობა, არ გამოვა. ამას ჯობს… მიიყვანოს ბავშვი 9 საათზე სკოლაში, მოვიდეს სამსახურში და თუნდაც შუაღამისას გააკეთეოს თავისი საქმე“.

 

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ევროპაში სკოლა რვა საათზე, რვის ნახევარზე და ზოგან უფრო ადრეც იწყება.

 

„ამაზეც შეიძლება ფიქრი, სკოლამ რომ ერთი საათით ადრე გადაინაცვლოს. ცოტა ამოისუნთქავს ქალაქი, მაგრამ როდესაც ამდენი მანქანაა და გაჩერებებზეც საზოგადოებრივ ტრანსპორტს დიდხანს ელოდები… არ ვიცი რა უნდა შეიცვალოს, რომ ამას ეშველოს. იმ ქვეყნებში სადაც ხერგილები არ არის, იქ უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია გამართული“, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი მანანა ხარხელი, რომელიც დროის მენეჯმენტზე მუშაობს ამბობს, რომ მსგავსი ცვლილება თანამშრომლებთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ადამიანი ბუნებით „ბუა“ და ზოგი – „ტოროლა“.

 

„როგორც აუცილებლობა რომ შემოიღო სწორი არ იქნება. „ტოროლებს“ ურჩევნიათ რთული საქმეები დილით გააკეთონ, ამ დროს უფრო ენერგიულები და მიზანდასახულები არიან. მაგრამ არიან „ბუები“, რომელებიც ერთხელ და ორჯერ შეიძლება გააღვიძო, მაგრამ თუ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ამყოფებ, ნერვულ აშლილობამდე მივლენ. შეიძლება ორგანიზაციამ თავად სცადოს, გადააწყოს ისე, რომ ნაწილმა ადრე დაიწყოს (მაგალითად 8 საათზე) და დაამთავროს მუშაობა, მეორე ნაწილმა კი გვიან (მაგალითად 13-14 საათზე)“, – ამბობს მანანა ხარხელი. მისი აზრით, ამ მხრივ თუნდაც ექსპერიმენტის ჩატარება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – „რამდენიმე წარმატებულმა კომპანიამ რომ დანერგოს და ნახოს რა შედეგეზე გავლენ, ამაზე უკეთეს ვრაფერს გააკეთებენ“.

Radiotavisupleba.ge

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

“მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას” – ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

დაწვრილებითDetails

“თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს,...

დაწვრილებითDetails

ქურდობისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო...

დაწვრილებითDetails

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს. თანასოფლელების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრაში...

დაწვრილებითDetails

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა
მთავარი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

12 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდეს, განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობაში. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააუმჯობესებს. კურო ფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა ხარჯების დაგეგმვა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა
მთავარი

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პიტ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ერთ-ერთი კორ­პუ­სის ლიფტ­თან მკვლე­ლო­ბა მოხ­და. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 60 წლამ­დე ცოლ-ქმა­რი. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით...

დაწვრილებითDetails

თბილისში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ირკვევქ - მოკლულია პენსიონერი ცოლ-ქმარი. "ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. როგორც "პირველებს"...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"