დღეს, დილის 07:48 საათზე, მარნეულში ყაჩაღობა მოხდა. შემთხვევა მარნეულის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.
აფთიაქის მფლობელის ინფორმაციით, მძარცველმა აფთიაქიდან მხოლოდ საქველმოქმედო ყუთში არსებული თანხა, დაახლოებით 200-300 ლარი, აიღო. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.