უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ. უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქმა გაიხსენა ის დღეები, როდესაც ეკლესიაში ცოტა ხალხი დადიოდა. პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ეფრემ მეორე მას აგზავნიდა ტაძარში სადღესასწაულო ლოცვის ჩასატარებლად. უწმინდესმა აღნიშნა, რომ “ახლა სხვა ვითარებაა”.
“მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ აი, ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს ჩვენ განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას. ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ.
მე გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც აქ ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ღმერთმა გაგაძლიეროთ” – თქვა განაცხადა პატრიარქმა.
საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...










