გოგი წულაია მიტოვებულ შენობებთან ბრიფინგების სერიას განაგრძობს.
„მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა არ უნდა დაგვავიწყდეს ის საკითხები, რომლებიც ქალაქს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით აწუხებს. როდემდე ვუცქიროთ მიტოვებულ და ამორტიზებულ შენობებს ქუთაისში?!”, – ამ კითხვით პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას “ – მიმართა
წულაიამ ბრიფინგი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამართა. პოლიტიკოსი ციფრყალწელთა 9 ნომერში მდებარე შენობასთან მივიდა და ქალაქის ხელისუფლებას ობიექტის საკითხის შესწავლისაკენ მოწოდა.
შენობა აქ, ქალაქის ძველი უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა და იგი სავარაუდოდ, სასტუმრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ-ჯერობით აქ მხოლოდ კედლებია. შენობა კერძო საკუთრებაშია, ასე რომ მასზე პასუხისმგებლობას ქუთაისის მერია იხნის, ხოლო კერძო მფლობელი ობიექტისათვის ფუნქციის მინიჭებას არ ჩქარობს.