,,არ დაიჯერებთ არაფრით და დედას, ორ შვილთან ერთად, რომელსაც ზამთრის ქუჩაში გატარება ემუქრებოდათ, თქვენი, ყველას დახმარებით, თავისი საკუთარი სახლი ექნებათ”-წერს აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც ქუჩაში უსახლკარო დედა და მცირეწლოვანი შვილები იპოვა და საზოგადოების მობილიზება შეძლო.
,,შეგროვდა ყველაფრისთვის საკმარისი ფული. ექნებათ ახალი, საკუთარი სახლი ❤️ დაიწყებენ ახალ ცხოვრებას ❤️ ჩვენგან ექნებათ ყველაფერი, რაც ბავშვებს დასჭირდებათ ❤️
სახლი გაფორმდება შვილზე, რომელიც ჯერ ორი წლისაა და მისი სრულწლოვნობის ასაკამდე, მეტს არავის ექნება განკარგვის საშუალება .
ადამიანებმა, ადამიანებს საკუთარი სახლი უყიდეს და პატარები ქუჩაში ცხოვრებას და ყველა უბედურებას გადაარჩინეს ❤️❤️❤️
აი ასეთი ქვეყანა ვართ ❤️
ყველას უზარმაზარი მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამხელა ბედნიერებაში ❤️
ალბათ ღამე არცერთს არ დაგვეძინება, გააააავსკდით ემოციებით მართლა ???????❤️❤️❤️❤️❤️
იამაყეთ, რა ადამიანები ხართ ❤️
იამაყეთ, რამხელა ბედნიერებას აკეთებთ ერთად ❤️
იამაყეთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი ❤️
მე ძალიან მიყვარხართ ადამიანებო ?????❤️❤️❤️❤️
#სიკეთეგადამდებია
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️-წერს აკა სოციალურ ქსელში.