,,მასწავლებელი კაცი
-მასწავლებლობა კაცს არ უხდება.
-მასწავლებელი კაცი?!
-კაცს სკოლაში რა ესაქმება?!
ეს ფრაზები მე არ მეკუთვნის.
ეს ფრაზები დიდი ხანია სტერეოტიპებად იქცა.
გამოგიტყდებით და ერთ დროს მეც ასე ვფიქრობდი.
ამიტომ მასწავლებლობა არასდროს ყოფილა ჩემი საოცნებო პროფესია.
ექიმობაზე გაგიჟებული “გავხდი” ჟურნალისტი…
მერე მოხდა ისე,რომ ერთხელაც სკოლაში სამოქალაქო განათლების გააზრებაში დავეხმარე ბავშვებს,ისინი-მე…
ასე ნელ-ნელა და მოულოდნელად გავხდი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ახლა წამყვანი მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ,რომ ძალიან სწორ ადგილას ვარ და სწორ დროს სწორ სიტყვას ვამბობ…
მოსწავლეები ჩემი გმირები არიან.
მათაც ვუყვარვარ,ვგრძნობ.
ჩვენ ერთად ვიზრდებით,ისინი პიროვნებებად,მე-მასწავლებლად…
ჰოდა,ასე საინტერესოდ მიდის ჩემი სასკოლო ცხოვრება…
“ოთო მას” ჩემი ყოველდღიური სახელია და ესაა ის,რისთვისაც ღირს ცხოვრება.
ხვალ მასწავლებლის დღეა.
გილოცავთ,ჩემო კოლეგებო!❤
პ.ს. ჰო,მთავარი გამომრჩა,ბევრი მასწავლებელი კაცი სკოლაში!”-წერს ოთო დანელია სოციალურ ქსელში.








