LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,თავისუფალ დროს თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, როგორია, იყო უსინათლო”-თორნიკე გოგუაძე

,,თავისუფალ დროს თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, როგორია, იყო უსინათლო”-თორნიკე გოგუაძე

დაპოსტა 2022/10/04-ში
A A
135
ნახვა
გაზიარება

უკრაინაში მებრძოლი თორნიკე გოგუაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:

,,შვიდი თვის წინ ჩემოვედი უკრაინაში და მას მერე ერთი დღეც არ მქონია მშვიდი და ადამიანური.

შვიდი თვეა, ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია რუსებთან ფიზიკურად ბრძოლასთან და ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი დავკარგე უკვე.

დავკარგე ქართველი თუ უცხოელი მეგობრები, დავკარგე ჯანმრთელობა, დავკარგე სიმშვიდე, დამიქვეითდა მახსოვრობა, ტყე-ღრესა და სიცივეში ძილისა თუ ცხოვრებისგან დამიზიანდა თირკმლები, ანგინა კი ქრონიკულში გადამივიდა.

არასწორი კვების რეჟიმისა და არეული საკვების რაციონის გამო დამიზიანდა კუჭი და ისედაც სუსტი კბილები.

მიჭირს ისე სხარტად და დალაგებულად საუბარი, როგორც ომამდე შემეძლო და, ვფიქრობ, რომ როცა საკუთარი თავისთვის მოვიცლი, ბევრი რამ გამომჟღავნდება კიდევ.

მაგრამ ადამიანობასა და საქართველოს გეფიცებით, როცა მოვდიოდი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ახლაც ასეა !

ყოველ მისიაზე მზად ვიყავი, დამეკარგა კიდურები, თვალის სინათლე, მეტყველება, სმენა და თვით სიცოცხლეც, რომელიც ყველაზე ძვირფასია თითოეული ადამიანისთვის.

თავისუფალ დროს თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, როგორია, იყო უსინათლო, ან ვცდილობდი, დღე ისე გამეტარებინა, რომ მხოლოდ ერთი ხელი გამომეყენებინა. ყურებს თითით დავიცავდი ხოლმე, რომ გამეგო, რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გესმის.

როცა ჩამოვედი, უკრაინას ძალიან უჭირდა. რუსეთი, რომელიც საქართველოს ორ საუკუნეზე მეტია სტანჯავს და ანადგურებს, უკრაინასაც იმავეს უპირებდა.

საქართველოს სიყვარულმა და უკრაინელი ხალხის სიბრალულმა ჩამომიყვანა აქ და ეს გრძნობა ასაზრდოებდა ჩემს თითოეულ დღეს, ყველა ნაბიჯს.

ახლა მდგომარეობა სხვაგვარია:
უკრაინას აღარ უჭირს, პირიქით,
უკრაინა ომს იგებს !

ახლა საქართველოს უჭირს ძალიან და მე უკვე აღარ შემიძლია ორ ფრონტზე ბრძოლა. ფიზიკურად აქ ვარ, გონებით კი – თქვენთან.

ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ფსიქოსომატური გამოცდილება, ცოდნა და უნარები საქართველოსა და ქართველი ხალხის ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას მოვახმარო.

მე სხვა გზა, სხვა მიზანი ცხოვრებაში აღარ მაქვს. ჩემი ოცნება თუ მომავლის მიზნები მხოლოდ საქართველოსა და ქართველ ხალხს უკავშირდება და ამ ბრძოლაში სიცოცხლესაც დავთმობ.

გიხუტებთ და გეფერებით თითოეულ თქვენგანს !

სულ მალე შევხვდებით.”- წერს სოციალურ ქსელში თორნიკე გოგუაძე.

გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 4 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 4 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6981, ევრო – 3.1150, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5707 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ
მთავარი

სენაკში, მეორე დღეა, დაკარგულ 17 წლის ბიჭს, ნიკა გადელიას ეძებენ. როგორც „მთავარ ამბებს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბიჭი სახლიდან პირველ აპრილს გავიდა. „ძმამ ნახა… ასე უთხრა: "მაღაზიაში ვიყავი და ახლა სახლში...

დაწვრილებითDetails

“დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით”- მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო...

დაწვრილებითDetails

“რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს”-ვლადიმერ პუტინი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ვაცნობიერებთ რა არის ბირთვული იარაღი_პუტინი
მთავარი

რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ...

დაწვრილებითDetails

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საგანგებო განცხადება

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

"ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს სავარაუდო თაღლითობის მცდელობებთან დაკავშირებით. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო მცირედით გაიაფდა – ნახეთ, რა ღირს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 676 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.51%-ით მატებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ბოლო 3 დღეში საწვავი ისევ გაიზარდა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში, ბოლო სამ დღეში, 31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა. საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად,...

დაწვრილებითDetails

“მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული…ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე”-მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? - ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი დიდი სურვილია, რომ პროცესი გადაიტვირთოს, მათი სურვილიც არის და ეს გამოჩნდა”-მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დიდი სურვილია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონსაც სურს საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა და ეს ყველაფერი გამოჩნდა. მისი თქმით, ზოგიერთი ძალები ამ...

დაწვრილებითDetails

“ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია” – კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ, მოქალაქეთა ნაწილის მიერ განხორციელებული ქმედებები „კატეგორიულად მიუღებელია“. როგორც კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საზოგადოებამ იხილა თემით სპეკულაციისა და ტყუილის გავრცელების მაგალითი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"