2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ იმ 9 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა.
- ჭარხალი – 15.1%-ით
- მწვანილი – 14.7%-ით
- ბადრიჯანი – 12.7%-ით
- ლიმონი – 10.5%-ით
- კომბოსტო – 9.8%-ით
- სტაფილო – 9.3%-ით
- კარტოფილი – 8.6%-ით
- კივი – 8.1%ით
- ყურძენი – 3.9%-ით










