დღეს, გადაცემის ‘შუადღე ქუთაისში” სტუმარი გახლდათ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე. ქალბატონმა რიტამ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე თვეში ბიბლიოთეკაში არის დაგეგმილი:
“ჩვენი ტრადიციული მე-14 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გველის, დაწყებულია უკვე მზადება. მოგეხსენებათ, ეს კონფერენცია სერიოზული ღონისძიებაა, რამდენიმე დღეში ვერ მომზადდება. სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებულია უკვე მზადება, გითხრათ სიმართლე, რაც ჩვენი კონფერენცია თემატური გახდა, მოგეხსენებათ თითოელი კონფერენცია, საქართველოს თითოეულ კუთხეს ეძღვნება, თავისთავად ცხადია მომხსენებლები არასდროს არ გვაკლდა,წელს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა მომხსენებლების. ალბათ აფხაზეთის თემა და ეს ძალიან სასიამოვნო არის, კონფერენციის თემა არის აფხაზეთი, როგორც ჩანს ეს თემა ძალიან ახლობელი, მტკივნეული , ფაქიზი თემა. ჩვენი ქართველოლოგთა კორპუსი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე”-რიტა წაქაძე