ზუგდიდის სოფელ ახალკახათის ცენტრიდან ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
დაზიანებულია სათვალთვალო კამერა, რომელიც მაღაზიის კედელზე იყო დამონტაჟებული.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა იყო აპარატში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
“მთავარის” ინფორმაციით, უკვე ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.








