ნიუ-იორკის შტატის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი უფროსი შვილების და ასევე კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება.
პროკურატურის ვერსიით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად.
პროკურატურის ოფისი ტრამპს 10 წლის განმავლობაში თაღლითობის 200 ეპიზოდში ადანაშაულებს. ამასთან, ლეტიცია ჯეიმსს სურს ყოფილი პრეზიდენტი 250 მილიონი დოლარით დააჯარიმოს და მის ოჯახს შტატში ბიზნესის კეთება 5 წლით აუკრძალოს.









