LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი იქნება მომავალი ერთი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

პოზიტიური დანეგატიური დღეები – ნახეთ როდის გაგიმართლებთ ამ კვირაში

დაპოსტა 2022/09/20-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

როგორი იქნება 19-25 სექტემბრის პერიოდი ? – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან:

 

ვერძი

 

ეს არის პერიოდი პარტნიორული კონფლიქტების, როგორც საქმიან, ასევე, სასიყვარულო პარტნიორებს შორის. ეს ის პერიოდია, როდესაც ურთიერთგაგება მცირდება, ამავდროულად, შესაძლებელია ვერძებმა იგნორირება მოახდინოთ სხვათა რჩევის, რაც შეიძლება გახდეს პრობლემების მომტანი. თქვენთვის კარგია 21 სექტემბერი და არ ვარგა 19 და 23 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები.

 

კურო

 

თქვენი იმუნიტეტი მცირდება. მეტი დრო უნდა დაუთმოთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც აუცილებელია, რომ შეასრულოთ ამ პერიოდის განმავლობაში. აქ აქტიურად დაიცავთ ჯერ კიდევ თქვენ პოზიციებს. ეს პერიოდი დამოუკიდებლად აზროვნებას უფრო მეტად ხელს შეუწყობს, ასევე, თქვენი პოპულარიზაციის ზრდას. თუმცა გახსოვდეთ, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები გაძლიერდება. მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოავლინეთ კოლეგების მიმართ, რათა ამ მხრივ ვითარება არ დაიძაბოს. ყველაზე კარგია 20 და 25 სექტემბერი, არ ვარგა 22 სექტემბერი და ეს რიცხვი.

 

ტყუპები

 

თქვენი ენერგოტონუსი იწყებს გაუმჯობესებას, ეს კარგია იმიტომ, რომ ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მაგრამ გარკვეულმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ჯერ კიდევ იჩინოს თავი, მათ შორის, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს შორის. შეიძლება ურთიერთგაგების ფონზე, ახლობლებთანაც დაიძაბოს ურთიერთობა, რაც შეიძლება გახდეს თქვენი გეგმებისა და სურვილების რადიკალურად შეცვლის მიზეზი. თანმიმდევრულად იმოქმედეთ, გქონდეთ ზუსტი მიზანი ცხოვრებაში. ნუ აჰყვებით შინაგან მერყეობას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 21 სექტემბერი, არ ვარგა 23 სექტემბერი და შესაბამისად ეს რიცხვი.

 

კირჩხიბი

 

ენერგოტონუსი იწყებს შემცირებას. ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოქმედება, იდეის განხორციელება, მაგრამ იმუნიტეტი მცირდება. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობა ითხოვს ცოტა მეტ თავდაჭერას, ტაქტის, დიპლომატიის გამოვლენას. პროფესიონალურ სივრცეში, შესაძლოა, გარკვეულწილად დაძაბულობამ იჩინოს თავი, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება გახდეს თქვენი სასამართლოში ჩაბმის მიზეზი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 19 და 24 სექტემბერი და არ ვარგა 21 სექტემბერი.

 

ლომი

 

ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას, შეგიძლიათ ჯერ კიდევ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, მაგრამ პარტნიორულმა დაძაბულობამ შეიძლება იჩინოს თავი. ზედმეტი ფულის ხარჯვა არ იქნება კარგი, რაც შეიძლება გახდეს ფუჭი. არ ჩაერთოთ საეჭვო პროექტებში, რაც შემდგომ შეიძლება გახდეს ფინანსური დანაკარგების ერთ-ერთი ფაქტორი. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 22 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი, არ ვარგა 24 სექტემბერი.

 

ქალწული

 

ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მდგრადობას, სტაბილურობას, ეს ნიშანი აქტიურია, ინიციატივიანია, ნებისყოფიანია, მაგრამ შეიძლება ინტერესთა დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეთ. ურთიერთგაგება მცირდება როგორც სახლში, ასევე, სამსახურში ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს ურთიერთობების დაძაბვის ან მათი გაწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, საქმიან პარტნიორებთან. ძველი საქმეებიდან შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ყველაზე კარგია თქვენთვის 19 და 24  სექტემბრის დღეები, არ ვარგა 21 სექტემბერი, რომელიც წინდახედულად უნდა გაიაროთ.

 

სასწორი

 

ნუ გარისკავთ. სათუთად მოეპყარით სასიყვარულო პარტნიორს. გაზრდილი ენერგოპოტენციალი დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებასა და ძველი ურთიერთობების აღდგენაში. სიფრთხილე გმართებთ უცხოელებთან ურთიერთობისას. ყველაზე კარგი იქნება 22 სექტემბრის დღე, არ ვარგა 19 და 24 სექტემბერი.

 

მორიელი

 

თუ არ მოთოკავთ საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს, ბევრი წინააღმდეგობა შეგექმნებათ. ნურავის მოატყუებთ. ეს დრო დაუთმოთ დასვენებას და ენერგიის დაგროვებას. მეტად ჩაუღრმავდით სულიერ პრაქტიკებს და რელიგიას, რათა გადალახოთ შინაგანი არასტაბილურობა. 20 და 25 სექტემბრის დღეები იქნება ყველაზე კარგი და არ ვარგა 22 სექტემბერი.

 

მშვილდოსანი

 

ოჯახის პრობლემების მოგვარება ბევრ დროს წაგართმევთ. საჭირო ინფორმაციის მიღება, არ იქნება მარტივი. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში თავშეკავებული იყავით. მოგზაურობა, შეიძლება დიდ ხარჯებს დაუკავშირდეს. კარგია თქვენთვის 22 სექტემბრის დღე და არ ვარგა 20 და 25 სექტემბრის დღეები.

 

თხის რქა

 

არახელსაყრელი დროა ფინანსური გარიგებებისთვის. საყვარელ ადამიანთან არსებული გაუგებრობა, სჯობს დროულად გაარკვიოთ. ფიზიკური ამტანიანობის დაქვეითებისას, დროულად მიაკითხეთ ექიმს და ხშირად მოაწყვეთ დასვენების საათები. 23 სექტემბერი ყველაზე კარგი იქნება,  არ ვარგა 21 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი.

 

მერწყული

 

ხშირად დაგეუფლებათ ცვლილებების სურვილი. თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში, დროულად გამოხატეთ გრძნობები, რათა შემდგომ არავინ დაგწყვიტოთ გული. მოგზაურობა რეკომენდებულია მხოლოდ დასვენების მიზნით. ყველაზე კარგი იქნება 22 სექტემბერი, არ ვარგა 20 და 25 სექტემბრის ეს დღეები.

 

თევზები

 

პარტნიორებს სიტყვაზე ნუ ენდობით. მეტი დრო დაუთმეთ პროფესიული ცოდნის ამაღლებას. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით, შეიძლება უეცრად მიიღოთ ფარული ინფორმაცია, რაც თქვენს ეჭვებს გაამართლებს. ჯანმრთელობის მდგრადობის შესანარჩუნებლად, დაიცავით დიეტა. ყველაზე კარგი იქნება 23 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი, არ ვარგა 21 სექტემბერი და შესაბამისად ეს რიცხვი.

 

 

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი – ენერგია საკმარისი გაქვს, მაგრამ სიჩქარე შეანელე. მოუსმინე სხვებსაც, თორემ შესაძლოა გაუგებრობაში აღმოჩნდე. კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს. კარგი დღეა მცირე გეგმებისთვის. ტყუპები – კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა...

დაწვრილებითDetails

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი დამოუკიდებელი საქმიანობისთვის სასიკეთო დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, წინასწარ განჭვრიტოთ სიტუაცია და გონივრულად, მოლაპარაკებისა და კომპრომისის გზით, მოაგვაროთ პარტნიორული ურთიერთობები. კურო გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა, უამრავ ადამიანთან შეხვედრას და კომუნიკაციით დახუნძლულ დღეს...

დაწვრილებითDetails

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე ხართ. თქვენი თავდაჯერებულობა და რომანტიკული განწყობა ურთიერთობებში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. გამოიყენეთ ეს დრო გრძნობების გამოსახატავად და ურთიერთობების გასაღრმავებლად.​   კურო შეეცადეთ, არ მისცეთ სხვებს ცრუ იმედები....

დაწვრილებითDetails

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ამბიციების შემოტევას ვერ გაექცევით, შეეცადეთ, ნაკლებად გააღიზიანოთ ახლობლები. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის.   კურო   ყველაფერი მეტად მოსაწყენად და ერთფეროვნად გეჩვენებათ. შეეცადეთ, რაიმე შეცვალოთ, გადით ბუნებაში, შეცვალეთ გარემო...

დაწვრილებითDetails

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი სიურპრიზებით დახუნძლული დღეა. უჩვეულო შეხვედრებია მოსალოდნელი, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც წარსულში ბევრი გსმენიათ და ახლა მასთან საერთო საქმეშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ. კურო საქმიან მოლაპარაკებებში, მარტივად მოახერხებთ სხვების დაინტერესებას, იმოქმედეთ...

დაწვრილებითDetails

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, დღეს უკანა პლანზე გადაიწევს და უმნიშვნელო გახდება. რთული იქნება ემოციებთან გამკლავება. კურო პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ცვლილებების დროა, შეგიძლიათ, დააჩქაროთ კიდეც ეს მოვლენები...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

13 აპრილი ენერგიულად და ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია ძლიერდება, თუმცა ემოციებმა შეიძლება ლოგიკა გადაფაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.     ვერძი - დღეს განსაკუთრებით აქტიური და იმპულსური ხართ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები...

დაწვრილებითDetails

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნუ განმარტოვდებით, პირიქით, შეეცადეთ, სასწრაფოდ შეცვალოთ მოსაწყენი სიტუაცია და მოიფიქროთ რაიმე ახალი. გაიხსენეთ თქვენი მისწრაფებები. კურო თქვენს ცხოვრებაში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა, სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ...

დაწვრილებითDetails

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისგან. გააზრებულად ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თქვენს პირად, ასევე, ოჯახის ბიუჯეტს.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს, შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გამოიჩინეთ ინიციატივა და გაუზიარეთ თქვენი გეგმები ახლობლებსა თუ კოლეგებს.   კურო   მოსალოდნელია კარგი ახალი ამბები სამსახურთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"