ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ შთაბეჭდილების ქვეშაა იმ სისწრაფის გამო, რომლითაც უკრაინა ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„გაწევრიანების პროცესი წარმატებით, სწორად მიდის. შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ რა სისწრაფით, შეუპოვრობითა და სიზუსტით მიდიხართ“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფონ დერ ლეიენმა, რომელიც, ომის დაწყების შემდეგ, კიევში მესამედ ჩავიდა, დასძინა, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას „მეტი ბიზნესი და მეტი შემოსავალი“ ჰქონდეს.









