მას შემდეგ, რაც რუსებმა კრივოი-როგში ჰიდროტექნიკური ობიექტი დაბომბეს, მდინარე ინგულეცის წყლით ქალაქის ქუჩების დატბორვის გამო, ზოგიერთი ადგილობრივის ევაკუაცია მიმდინარეობს, – წერს უკრაინული მედია კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.
„კრივოი-როგის ძვირფასო მცხოვრებლებო, რუსეთმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ჩაიდინა. მათ რვა საკრუიზო რაკეტით დაარტყეს კრივოი-როგის ძალიან დიდ ჰიდროტექნიკურ კონსტრუქციას. ესაა მცდელობა, ჩვენი ქალაქის ნაწილი წყლით ჩარეცხონ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. მიმდინარეობს საპასუხო სამუშაოები, ჩართულია ყველა სერვისი, ყველა ადგილზეა, მაგრამ მდინარე ინგულეცში წყლის დონემ მოიმატა“, – აღნიშნავს კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.









