ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს, ეს მისი მესამე ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო.
„იმდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ის დღეს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შეხვდება.









