საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული კაცის მეუღლე კლინიკაში დღეს გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” “ჯეოჰოსპიტალის” პრესსამსახურმა დაუდასტურა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, შუა ხნის ქალი მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
“მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა. შუახნის ქალი მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ცნობისთვის, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც რუსთავში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, სოფელ მანავთან ტრაილერს შეეჯახა. ვტომობილში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც.