ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ ქალის ყურში შემძვრალი გველის ამოყვანას, – ამის შესახებ New York Post-ი წერს.
მედიასაშუალება ხაზს უსვამს, რომ ვიდეოს ნამდვილობა დადგენილი არაა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილიც კადრებს ეჭვქვეშ აყენებს.
ვიდეო 1-ელ სექტემბერს, სოციალური ქსელის ინდოელმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. კადრებში არ ჩანს, შეძლეს თუ არა საბოლოოდ ქვეწარმავლის ყურიდან ამოყვანა.









