რუსები ლუგანსკის ოლქიდანაც გარბიან”, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს.
„არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის რეგიონს. მაგრამ პროგრესი უზარმაზარია. ბრძოლა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ხვალაც კი, საოცარ ამბებს გავიგებთ სვატოვოდან, კრემენნაიადან, რუბიჟნოედან.
ისინი გარბიან არა მარტო სვატოვოდან, სტარობელსკიდან, ტროიცკიდან, არამედ აგროვებენ ნივთებს და ტოვებენ 2014 წლიდან ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის უკრაინულ ქალაქებს – ალჩევსკს და ლუგანსკს, ასევე აგროვებენ ნივთებს და ოჯახებს აგზავნიან რუსეთში“, – განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაი აცხადებს, რომ ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის სხვადასხვა დასახლებიდან წასვლის მსურველთა ხაზები რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული.
მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ოკუპირებულ კრემენნაიაში პარტიზანებმა ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა აღმართეს.









