გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მეორე ვიზიტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ყოფნა ქვეყანაში მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას მანამ, სანამ ეს ქვეყანას დასჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალენა ბერბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეხვედრას გეგმავს, თუმცა მისი განრიგი გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების გამო.









