გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.
4 სექტემბერს კი ნავარაუდევია მცირე ნალექი.
სააგენტოს ცნობით, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.