ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ წერს.
ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებების შედეგად, 140-მდე ადამიანია დაშავებული.
შეტაკებების მონაწილეები საავადმყოფოებსაც არ ერიდებიან – „ანადოლუ“, ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, წერს, რომ დღეს დილიდან ბომბავენ სამედიცინო დაწესებულებებსაც.
შეტაკებების გამო, განათლების სამინისტრომ საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმა, ხოლო Libyan Wings Airlines-მა დროებით შეაჩერა ფრენები თურქეთისა და ტუნისის მიმართულებით.









