ელტონ ჯონსა და მის ქმარს, დევიდ ფერნიშს მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ, ისინი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდებიან და მსგავსი ტანისამოსის ტარებაც მოსწონთ.
ამჯერად წყვილი კანში დააფიქსირეს, ისინი საკუთარი იახტით გასეირნებას გეგმავდნენ. პაემნისთვის წყვილმა „გუჩის“ მსგავსი ტანისამოსი მოირგო. ელტონსაც და დევიდსაც ყვავილების პრინტიანი ორეული ეცვათ, რომლის ღირებულებაც 2213 ფუნტია.









