17 წლის დავით ქარელი ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ფრანგი კელვინ რაი იპონით დაამარცხა.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.
66 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა საბა სამადაშვილი.
ფინალში მან უზბეკი მეტოქე იპონით დაამარცხა.
ცნობისთვის, ტურნირზე გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს, ორმა ქართველმა – დავით ლომიტაშვილმა და საბა საბაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.










