უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 711-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპული არასრულწლოვანების რიცხვი უცვლელია და 361-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 375, ხარკოვის ოლქში – 198, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 60, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 40.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.









