2022 წლის ივლისში, უკრაინამ ექსპორტზე გაიტანა 2,66 მილიონი ტონა მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ზეთის მისაღებად საჭირო თესლი და მისი ქვეპროდუქტები (რაფსის გამოკლებით), რამაც ჯამში 492 700 ტონა შეადგინა. ეს 22,7%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშში.
ოფიციალური ინფორმაციით, ივლისში, უკრაინული ხორბლის ექსპორტი სამჯერ, დაახლოებით 412,000 ტონამდე გაიზარდა. (ივნისში ეს მაჩვენებელი 138,400 ტონა იყო).
გასულ თვეში, უკრაინამ ექსპორტზე 183 000 ტონა ქერიც გაგზავნა (ივნისში 26 000 ტონა). ერთ თვეში, სიმინდის ექსპორტი 84,700 ტონით გაიზარდა 1.1 მილიონ ტონას მიაღწია.
ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება მზესუმზირისა და სოიოს შემთხვევებშიც.









