LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ავტომობილების მასობრივი ქურდობის ფაქტზე პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე  დააკავეს

“თუთია”, „ჩხირა“,„ლეღვა“-შსს-მ 8 პირი დააკავა

დაპოსტა 2022/08/06-ში
A A
175
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, დაკავებული არიან:

  • 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ.;
  • 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“);
  • 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“);
  • 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“);
  • 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ.;
  • 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ.;
  • 1966 წელს დაბადებული კ. ტ.;
  • 1991 წელს დაბადებული ვ. ტ.

“კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები – „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი “კანონიერი ქურდების” გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: ქურდებიქურდების სამყარო
გაზიარება70

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"