ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში, ახალი ფილმის, Bullet Train-ის პრემიერაზე გამოჩნდა და ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა. 58 წლის მსახიობი 16 წლის ქალიშვილზე, შაილოზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ამჯერად ამაყმა მამამ ქალიშვილზე ემოციურად ისაუბრა.
„ის მშვენიერია, ძალიან ლამაზია, როდესაც მის ცეკვას ვუყურებ, თვალზე ცრემლები მადგება. საიდან აიღო ეს ყველაფერი ამ გოგომ, დაუჯერებელია“, – განაცხადა ბრედმა სიხარულის ცრემლებით.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ შაილო ჯოლი-პიტის ცეკვის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც სრულიად ინტერნეტი დაიპყრო.









