დატყვევებულმა ოკუპანტებმა უკრაინელი ჯარისკაცების წამების ამსახველ ვიდეოს ყურება ვერ შეძლეს, ხოლო ერთმა გონი დაკარგა- ამის შესახებ ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზოლკინმა განაცხადა.
“მე ვაჩვენე მათ ოლენივკას ტყვეთა ბანაკის დაბომბვის ვიდეო და წამების ამსახველი ვიდეო, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა ინტერნეტში.
დღეს ვაჩვენე ეს ვიდეო და ერთმა პატიმარმა უბრალოდ გონება დაკარგა ყურებისას”, – თქვა ჟურნალისტმა.
მანვე აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა უკრაინელი ჯარისკაცების ტყვეობიდან დახსნა და რუსებისთვის მათი სამხედრო დამნაშავეების გადაცემა.










