ხულოში სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ავარიის შედეგად 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა გუშინ, 30 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










