თბილისში, ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვით, აბაშიძეების ოჯახი სხვა პირმა ამოხოცა.
აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლლევან აბაშიძემ ჯერ ოჯახის ორი წევრი – დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში
მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...










