ყარსში, ისტორიული მნიშვნელობის ქართული ტაძარი, განძის მაძიებლებმა გადათხარეს,- ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო მასალას თურქული მედია ავრცელებს. გამოცემა ლაინჰაბერი წერს, რომ ქართული ტაძარი, რომელიც ყარსის ციხის ქვეშ 150 წლის წინ არის აშენებული, თითქმის მთლიანად განადგურებულია. დაუდგენელმა პირებმა, რომლებიც ტაძრის ტერიტორიაზე განძს ეძებდნენ, გატეხეს კედლის საფარი და დაამტვრიეს ქვები ქართული წარწერებით. ადგილობრივი მეცნიერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.










