LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გრესიულად განწყობილმა პოლიციის თანამშრომელმა გადამიგრიხა ხელები და ჩამტენა მანქანაში – მოქალაქე პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს

დაპოსტა 2022/07/23-ში
A A
170
ნახვა
გაზიარება

მოქალაქე, თორნიკე ნანობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამართალდამცველების მხრიდან შეურაცხყოფაზე საუბრობს – ნანობაშვილი წერს, რომ მას პოლიციელები ჯერ უხეშად ესაუბრებოდნენ, შემდეგ ხელები გადაუგრიხეს და ყოველგვარი განმარტების გარეშე, ზაჰესის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, მისი თქმით, არც ზარის განხორციელების უფლება მისცეს.

მოქალაქე პოსტში დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს სთხოვს და ამბობს, რომ თანახმაა თანამშრომლობისთვის, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.

“გაუგონარი ძალის გადამეტებისა და

“ბოზობის”- როგორც ძველთაგან დეფინირებული შესანიშნავი ზედსართავი სახელის გამოვლინების შესახებ მინდა გიამბოთ მეგობრებო.

ნუ შეგეზარებათ, ჩაიკთხოთ ეს ტექსტი, რათა მინიმუმ იცოდეთ და მზად იყოთ იმისთვის, რის მსხვერპლიც შეიძლება გახდეთ თითოეული თქვენთაგანი.

ამასთან, მაქვს დიდი იმედი ამ წერილს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს და რაიმე სახის იურიდიულ დახმარებას გამიწევს.

(რაც, თავის მხრივ, წაადგებოდა როგორც სამართლის აღსრულებას, ასევე სისტემის ნგრევის პროცესის თუნდაც 1 ფრაგმენტით დეპიქსელაციას)

მოკლედ, გუშინ საღამოს – დაახლოებით 11:00 საათისაკენ, მოპედი დავაპარკინგე ქავთარაძისა და ყაზბეგის კვეთაზე – ნანტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წვიმიანი ამინდის გამო გზა იყო მთლიანად სველი და დამუხრუჭებისას წინა საბურავი სულ ოდნავ მოსრიალდა და წინა მომიჯნავე მანქანის მაყუჩს (გრუშიტელს) შეეხო. ვიმეორებ (შეეხო) (!).

მოვარდა საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც რაღაც ძალით მაშინ ზუსტად ჩემს უკან იმყოფებოდა და მოვიდა მანქანის მეპატრონეც.

მეპატრონეს ჩაეცინა – არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ვიფიქრე ამით მორჩა.

თუმცა თურმე სად ვბანაობ.

მანქანიდან გადმოვიდა საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენელი და დამიწყო უხეშად საუბარი – ჩემი პარკირების უნარებსა და ა.შ და ა.შ შესახებ. ასევე ხმამაღალი ტონით მივმართე მას რომ პრეტენზია ორ (პოტენციურად მოდავე) მხარეს არ გააჩნია, შესაბამისად პრობლემა არ არსებობს და ვთხოვე ჩემთან საუბარი შეეწყვიტა. ეკიპაჟის თანამშრომელმა ჩემი ხმის ტონალობაზე დაიწყო აპელირება რაც გადაიზარდა უფრო დაძაბულ საუბარში.

ვიმეორებ და მტკიცედ ვდგავარ ამ ფაქტზე, რომ “სიტყვიერი შეურაცხყოფა მე იქ არავისთვის მიმიყენებია, არც ერთი არაკორექტული სიტყვით!”

ამ აგრესიულად განწყობილმა პოლიციის თანამშრომელმა გადამიგრიხა ხელები და ჩამტენა მანქანაში უკანა სავარძელზე, სადაც არ განუმარტავს არცერთ თანამშრომელს საერთოდ არაფერი, მათ შორის არავის უთქვამს სად მივდიოდით. ჩემი ნივთები შეატოვეს მოპედს და წამიყვანეს სადღაც ზაჰესის განყოფილებაში(რაც მერე გავარკვიე, უკვე ადგილზე.)

გზაში მრავალგზის გავუმეორე თუ რატომ მაკავებდნენ –

პასუხი იყო – სიტყვიერი შეურაცხყოფა –

რაზეც კიდევ ერთხელ განვმეორდები რომ არც ერთი არაკორექტული სიტყვა არ გამომიყენებია – მითუმეტეს პატრულის თანამშრომლების მიმართ დაკავების მომენტში.

განყოფილებაში მოვითხოვე ზარის განხორციელების უფლება ადვოკატთან, რაზეც მივიღე აბსოლუტური დუმილი და ხითხითი იმ პატრულის თანამშრომლისაგან რომელიც მაკავებდა და ხელებს მიგრეხდა.

მომათავსეს საკანში ერთი ლეიბის ამარა რომელიც იყო მტვრიანი ბეწვიანი და ნახევრად დამპალი – შუა ღამიდან დილის 9 საათამდე დავყავი აბსოლუტურ სიბინძურესა დ აგაუგებრობაში.

დილას – პირდაუბანელი და ნახევრად მძინარე შემაგდეს საპროცესო ოთახში – მოსამართლესთან და იდეში დააპირეს ჩემი საქმის განხილვა.

სანამ საქმე წარმოებაში გაეშვებოდა,

მოსამართლეს მივმართლე რომ ჩემთვის არ მოუცია ადვოკატთან ზარის განხორციელების უფლება, რომ პლუს არ აქვთ მტკიცებულება რომ მე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე და რომ კიდევ მთელი გზა გამოირჩეოდნენ დამცინავი და შეურაცმყოფელი ტონით.

მოსამართლემ ჰკითხა პატრულის თანამშრომლებს მომცეს თუ არა ზარის განხორციელების უფლება –

რაზეც მიღებულმა უარმა მოსამართლეში შეშფოთება ხოლო პატივცემულ ცხოველებში(მეტი რა ვაკადრო არ ვიცი) ძრწოლვა გამოიწვია.

მოსამართლემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ჩანაწერები, სადაც მე მათ დაკავებისას ვაყენებ შეურაცხყოფას, რის მოძიება და გაშვებაც ასევე ვერ მოხერხდა.

(ან როგორ მოხერხდებოდა, რაც არ არსებობს)

ამ გარემოებების გამო პროცესია შეწყდა, გადაიდო 5 აგვისტომდე, მე კი გამათავისუფლეს.

განვმეორდები და დავაზუსტებ.

ჩემთვის დეტალურად არავის განუმარტავს კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე მაკავებდნენ და ასევე არავის წარუდგენია გარკვეული ოქმი, რომლის საფუძველზეც შევისწავლიდი საქმის გარემოებას.

დასრულისთვის მინდა წუხილი გამოვთვა რომ ვარ ამ სისტემურად ჩამძღნერებული ქვეყნის უბადრუკი შვილი, რომელსაც შეუძლიათ უგრიხონ ხელები უბრალოდ ვერბალური შეპირისპირების გამო(ცერა თითი გაბუჟებული მაქვბს მართლა, ტიპებს ვეხვეწებოდი ცოტა მოეშვათ ბორკილები, სისხლი გამიჩერდა მეთქი და იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ).

და სულ სულ ბოლოს.

თუ რომელიმე არასამთავრობოს წაადგება კონკრეტულად ამ ქეისში გვერდში დამიდგეს და კიდევ ერთხელ ამხილოს ამ სისტემის ბნელი მხარეები – მე მზად ვარ ნებისმიერი სახის თანამშრომლობისათვის – მზად ვარ დავთმო მთელი ჩემი დრო და ფიზიკური რესურსი, რათა ყველა იქ მონაწილე სულით ჯალათმა პასუხი აგოს საკუთარ არაადამიანურ საქციელზე.

მადლობა და ნახვამდის გამოუძინებელი და დათრგუნული თავით ფეხებამდე გამო*ლევებული თორნიკე ნანობაშვილისაგან, რომელსაც ეგონა რომ ცხოვრობა ქვეყანაში, რომელიც ირიცხებოდა ევროპის სრულფასოვან სახელმწიფოებში.

პ.ს გთხოვთ გადამიზიაროთ პოსტი, რათა პოტენციურად ხმა მივაწვდინო შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ უნარი და მზაობა გამიწიონ იურიდიული სახის დახმარება.

დროებით და ფრთხილად იყავით ამ სისტემასთან,

მერწმუნეთ, ის ზუსტად ისევ ისე ყარს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

არ ვიცი ზემოთ რა მოვთაგე, მაგრამ თავად შსს-ს ოფიციალურ გვერდს დაბლოკილი ვყოილივარ ( კიდევ ერთი ანეკდოტი )”- წერს თორნიკე ნანობაშვილი.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მოქალაქე არ დაემორჩილა მოთხოვნას, სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა – შს მინისტრის მოადგილე

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
შსს მინისტრის მოადგილე – აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს
მთავარი

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე , - ამის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა ყველის არალეგალური საწარმო

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წალკაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა,...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 10 მოსწავლე

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა - დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ კაპანახჩში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაშავებულები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაკარგული მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ტრაგედია იმერეთში – დაკარგული მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სამტრედიაში ორდღიანი სამძებრო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. 26 მაისს დაკარგული მწყემსი, სერგო სტურუა, მაშველებმა სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, 4-5 ბალიანი შტორმი – საქართველოში ამინდი უარესდება

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი....

დაწვრილებითDetails

ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო
მთავარი

ნიდერლანდში, ტბაში მარნეულელი ახალგაზრდა დაიხრჩო. MARNEULINEWS-ს ინფორმაციით სოფელ ქვემო სარალის მცხოვრები 18 წლის რალიზ რაგიმოვი ნიდერლანდში ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი ნიდერლანდში სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

სასტიკად სცემეს და გაიმეტეს პოლიციელებმა – გორის პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი პირი ამხელს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის...

დაწვრილებითDetails

8 200კგ პომიდორში მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
8 200კგ პომიდორში მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა
მთავარი

,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ამის შესახებ ცნობილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ – გივი მიქანაძე

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, მომდევნო წლებში სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა. „სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000-დან 20 000-ლარამდე – რაზე წესდება ახალი ჯარიმა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
ეკონომიკა

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. ამასთან დაკავშირებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"