საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე სექსუალურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი
ირკვევა, რომ 35 წლის მამაკაცი მოზარდზე 6 წლის განმავლობაში ძალადობდა. სალონიკის სასამართლომ მამია ბერიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ 14 წლის მოზარდმა საჩივარი შურისძიების მიზნით შეიტანა











