მარნეულის ერთ-ერთ სარწყავ არხში, ე.წ. შავ არხში, მოქალაქეებმა მკვდარი ვირი ნახეს. მოქალაქეებმა პირუტყვის ნეშტი გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ნახეს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა დავით კიკოლაშვილმა განაცხადა, რომ მკვდარი ცხოველის გვამს სარწყავი არხიდან უახლოეს პერიოდში ამოიღებენ.
“ეს ცხოველებიც მაგიტომ გვხვდება არხებში, რადგან ურბანიზაცია გაფართოვედა. სადაც ადამიანია სახედარიც, ძროხაც და ცხვარიც იქაა. მე ვფიქრობ, რომ ცხოველების ნეშთებს არავინ არ ყრის არხებში და ისინი თავად ცვივდებიან არხში, სამწუხაროდ თითქმის ყველა რაიონში ასეა, ზოგან გარეული და ზოგან შინაური ცხოველიც გვხვდება”- თქვა კიკოლაშვილმა.
„საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსის განმარტებით, გარდა ცხოველების ნეშთებისა, ხშირია შემთხვევები როდესაც არხებში სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენებს ყრიან. კიკოლაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩაყარონ ნარჩენები სარწყავ არხებში.










