LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძალიან რთულია მაშინ, როდესაც ვეღარც კი ხუმრობ როგორც ადრე, თუნდაც ვალოდიაზე – ,,დედეტეს” სოლისტი

ძალიან რთულია მაშინ, როდესაც ვეღარც კი ხუმრობ როგორც ადრე, თუნდაც ვალოდიაზე – ,,დედეტეს” სოლისტი

დაპოსტა 2022/07/21-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

რუსეთი ომის წინააღმდეგ გამოსული ხელოვანების დევნას აგრძელებს. მოსკოვმა აკრძალული არტისტების არაოფიციალური სია გამოაქვეყნა, რომელიც 37 გვარს მოიცავს. ესენი არიან მომღერლები, მსახიობები და სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ომის წინაღმდეგ გამოვიდნენ, ან მხარი არ დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

 

ერთ-ერთი ასეთია რუსული ჯგუფის “დედეტეს” სოლისტი იური შევჩუკი. ხელოვანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ და გმობს რუსულ აგრესიას, ამის გამო კი მისი არაერთი კონცერტი გაუუქმდა და მის წინააღმდეგ რუსულმა საქმეც კი აღიძრა.

 

იური შევჩუკი ამჯერად კატერინა გორდეევას გადაცემის სტუმარი იყო და ვრცლად ისაუბრა საკუთარ პოზიციაზე.

 

“სულ ვფიქრობ, რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ომი. დიდხანს ვფიქრობდი, უნდა მემღერა თუ არა მაშინ, როდესაც კონცერტის პარალელურად კლავდნენ ადამიანებს. ამ დრომდე ლურსმანივით მესობა ეს აზრი.

 

ჩვენს კონცერტებზე დადის ძალიან კარგი საზოგადოება, კარგი ადამიანები, სწორი მოქალაქეები, ჩვენი მსმენელი ომის წინააღმდეგია.

 

“დედეტე” ახლა რუსეთს ძალიან სჭირდება. ქვეყნის გარეთ ბევრია მშვიდობის მოყვარული და ამ ყველაფერზე ღიად მოსაუბრე, შიგნით კი ცოტა. ამიტომ, მაინც იქით ვიხრებით რომ უნდა ვიმღეროთ, უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ენაზე მსმენელს. ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა ვიმღეროთ და დავუკრათ ამ კონცერტებზე, უნდა ვიკონტაქტოთ სერიოზულად და მშვიდად, გულიდან ამოსული სიტყვებით. ეს ძალიან რთულია მაშინ, როდესაც ვეღარც კი ხუმრობ როგორც ადრე, თუნდაც ვალოდიაზე, რომ მივანიჭოთ მას დიადი წოდება,იყოს სამშობლოს დედა.

 

მინდა ვთქვა, რომ რუსები არ ვართ მონები, ჩვენც ვართ ოკუპირებული, ჩვენც გვესვრიან გრადებით, ნაღმებით , პროპაგანდით, უმკაცრესი კანონებით , კლავენ ყოველ დღე ჩვენს მეხსიერებას, ისტორიას, გონებას და სულს, მაგრამ ჩვენ მაინც ვარსებობთ, მაგრად ვდგავართ. ჩვენს შორისაც არიან გმირები, რომლებიც არასოდეს იქნებიან მონები. ეს მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ მონები”, – ამბობს იური შევჩუკი.

 

იური შევჩუკმა მის წინააღდეგ აღძრულ საქმეზეც ისაუბრა და გაიხსენა 80-იანი წლები, როცა მისი ჯგუფის შემოქმედება ასევე აკრძალული იყო.

 

“წარმოიდგინეთ კადრი – დარბაზი ღრიალებს “დედეტე” , შევჩუკ. მე გავიარე სტადიონი და შევედი საგრიმიოროში, სადაც დამხვდნენ ისინი. მე ვუთხარი მოდით, გადავიღოთ სურათი და მერე უნდა გამოვიცვალო, სულ ოფლიანი ვარ. ისინი გაოგნდნენ და მითხრეს, რომ სხვა საკითხზე არიან და დაიწყეს მონოტონურად კანონის მუხლების ჩამოთვლა, რომელიც დავარღვიე. ისინი იყვნენ ჩემს შვილებზე პატარები. შემდეგ ვუთხარი, დიახ, მე ვარ ომის წინააღმდეგი და შემდეგ ჩავუტარე ლექცია, რა არის ომი, რა არის მშვიდობა, როგორ უნდა დავიცვათ სამშობლო, ისინი ჩუმად მისმენდნენ. შემდეგ ისიც მოვუყევი, რომ იგივე ისტორია იყო, რაც ბევრი წლის წინ, ავღანეთის ომის წინააღმდეგი რომ ვიყავი. ისიც ვუთხარი, რომ ზუსტად იგივეს მეუბნებოდნენ “კაგებეს” წარმომადგენლები, რასაც ახლა თქვენ, მაგრამ მაშინ ხელისუფლება შეიცვალა. მერე ვკითხე, რას იზამთ, ხელისუფლება რომ შეიცვლება? ბოლოს რომ მიდიოდნენ მითხრეს, შეიძლება ერთად ფოტო გადავიღოთო? და გადავიღეთ ერთად ფოტო”,- აცხადებს იური შევჩუკი.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"