ლეონარდო დიკაპრიო ზაფხულის ცხელი დღეებით ტკბობას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ ის ალ პაჩინოსთან და მამასთან ერთად მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს, მსახიობი საყვარელ ქალთან, კამილა მორონესთან ერთადაც არაერთხელ დააფიქსირეს.
ახლა კი 47 წლის ლეო მეგობრების გარემოცვაში სენ-ტროპეში, ძვირად ღირებულ იახტაზე ნებივრობს. პაპარაცების ობიექტივში ის მაშინ მოხვდა, როდესაც დილით ადრე, ცურვის შემდეგ მზეს ეფიცხებოდა. ფოტოებმა მალევე დაიპყრო ინტერნეტსივრცე.










