LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მგლოვიარე ძაძებიდან ბედნიერ დედობამდე – ქუთაისში დედა-შვილმა ერთმანეთი 18 წლის შემდეგ იპოვა

მგლოვიარე ძაძებიდან ბედნიერ დედობამდე – ქუთაისში დედა-შვილმა ერთმანეთი 18 წლის შემდეგ იპოვა

დაპოსტა 2022/07/19-ში
A A
7.3k
ნახვა
გაზიარება

ქალი, რომელიც 18 წლის განმავლობაში გარდაცვლილ შვილს გლოვობდა, ცოცხალი აღმოჩნდა – ამბავს ,,პრაიმტაიმი” აქვეყნებს.

არასოდეს დანებდე! რაც გულით გინდა, ვისაც ეძებ აუცილებლად იპოვი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეს ისტორია დაგარწმუნებთ.

მათ ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია დატრიალებულა, იყო ტკივილი, სიხარული, ლამაზი ბავშვობა, დაბნეული თინეიჯერობა და ბოლოს, ნამდვილ ოჯახში დაბრუნება…

 

ქალი, რომელიც 18 წლის განმავლობაში გარდაცვლილ შვილს გლოვობდა, ცოცხალი აღმოჩნდა. დიახ, არ მოგესმათ. ეს რეალური ისტორიაა და მთავარი გმირებიც ჰყვას, რომლებიც „პრაიმტაიმს“ თავის სევდიან და სიხარულით დაგვირვინებულ ისტორიას უყვებიან. ყველაფერი წერილმა განაპირობა, ერთმა უბრალო თაბახის ფურცელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მგლოვიარე დედის ძაძებიდან ბედნიერ დედობამდე მიიყვანა…

 

ყველაფერი 1996 წლის 25 ივნისს მაშინ დაიწყო, როდესაც ქუთაისის პირველ სამშობიაროში 18 წლის მაკა კოხრეიძემ მეორე შვილი გააჩინა. ცისფერთვალება გოგონა დაიბადა, მარიამი დაარქვა. მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა, ბავშვი ჯანმრთელი იყო, რამდენიმე საათში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ახალ ნამშობიარევ ქალს და მის ოჯახს უთხრეს, რომ მათი გოგონა გარდაიცვალა… დანარჩენს მაკა თავად მოგვიყვება.

 

„1996 წლის 25 ივნისის ქუთაისის პირველ სამშობიაროში მეორე შვილი გავაჩინე, გოგონა იყო. მამშობიარა ქალბატონმა თაია ყურაშვილმა. ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. ეზოში ჩემს მეუღლესა და ოჯახის წევრებს ახარეს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რომ ბავშვი იყო ჯანმრთელი და მეც თავს კარგად ვგრძნობდი. მშობიარობიდან რამდენიმე საათში, როცა ეზოში მეუღლე და ყველა ახლობელი ბავშვის დაბადებას ზეიმობდნენ და უკვე შეზარხოშებულები იყვნენ, უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ვერ მივხდი რა ხდებოდა, თუმცა ნაცნობი ხმები მესმოდა. ოთახში მარტო ვიყავი, დავიწყე ყვირილი, რომ ყურადღება მოექციათ. ადგომას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ავდექი. ამ დროს სუსტი აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა, რომელიც გამეცნო, როგორც ანესთეზიოლოგი. ხმამაღალი საუბარი დამიწყო, რას გავყვირი, შენი შვილი მოკვდაო… კარგად მახსოვს, ბავშვმა ტირილი დაბადებისთანავე დაიწყო. მერე უკვე აღარ მახსოვს არაფერი. როცა გამოვიღვიძე სამშობიაროს მეორე სართულზე პალატაში ვიყავი. როცა გავაცნობიერე რაც მოხდა, სუიციდის მცდელობა მქონდა.

ჩემთან ერთად ქალბატონი პალატაში იწვა, რომელიც 6 თვის ნაყოფი მოაშორეს. ჩვენ პალატიდან სანიტრის გარეშე, საპირფარეშოშიც არ გვიშვებდნენ. კატეგორიულად მოვითხოვდით ჩვენი შვილის ცხედრის გადმოცემას, რომ დაგვესაფლავებინა. სამშობიაროში გვეუბნებოდნენ, ახალაგაზრდები ხართ, რად გინდათ ბავშვის დასაფლავება, შვილმკვდარი მშობლები რატომ უნდა დაირქვათო. მაშინ 18 წლის ვიყავი… მაინც კატეგორიულად მოვითხოვდი ჩემი შვილის ცხედრის გატანებას. საღამოს პალატაში ვიღაც გაბრაზებული ქალბატონი შემოვიდა, ფურცელით ხელში, მითხრა, ხომ გინდა შვილის ცხედრის წაღება და ამაზე მომიწერე ხელიო. მეგონა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის გატანების საბუთზე მოვაწერე ხელი.

 

მესამე დღეს ჩემი ოჯახის წევრებმა მოიტანეს პატარა სასახლე, საავადმყოფოდან დოლბანდში გადახვეული ბავშვი გაატანეს ჩემებს. მეც იმ დღეს, გვიან ღამით გამწერეს სამშობიაროდან სახლში. როცა მეუღლე მოვიდა სამშობიაროში და უთხრეს ცოლი წაიყვანეო, გაგიჟდა, გუშინ ასეთი მძიმე იყო და ახლა სახლში როგორ მატანთო. ერთი სიტყვით, ჩემი ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ბავშვს რას ტირიხართ, ხათუნას სეფსისი აქვს დაწყებულიო. მთელი აქცენტი, რომ ჩემზე გაეკეთებინათ ასე მოიტყუეს. ლამის დაარწმუნეს ჩემი ოჯახი, რომ მკვდარი ბავშვი დავბადე. ამ ყველაფერმა მაშინვე გამოიწვია დიდი ეჭვი, მაგრამ რახან ბავშვის ცხედარი გამოგვატანეს და დავასაფლავეთ, მაშინ თითქოს გაქარწყლდა ყველა ეჭვი… მას შემდეგ თითქმის ამ სასაფლაოზე ვცხოვრობდი… ასე გავიდა წლები. მერე წავედით რუსეთში, რადგან ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ იქ.

 

ჩვენს გარდაცვლილ შვილს ვუხდიდით პანაშვიდებს, ვუხდიდით დაბადების დღეებს და ა.შ. ამასობაში ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე გადაცემა დაიწყო სადაც დაკარგული მშობლები და შვილები ერთმანეთს ეძებდნენ. თავიდან ეს ყველაფერი შოუს ნაწილი მეგონა, მაგრამ მალევე დავიჯერე. მაშინ, ეჭვი გამიჩნდა ჩემი შვილი ნამდვილად გარდაიცვალა თუ მოგვპარეს. ერთ დღესაც ჩემმა მეუღლემ ისტერიულად დაიწყო საუბარი ჩვენს გარდაცვლილ შვილზე, სულ იმას ამბობდა, აუცილებლად მოვა ჩვენი გოგონა ჩვენთანო. ამ თემაზე ბევრჯერ გვიჩხუბია. მას მერე შვილები კიდევ გავაჩინეთ. მერე, ჩვენს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, შვილი დაგვეღუპა.

2003 წელს საქართველოში დავბრუნდით. სასაფლაოზე პანაშვიდების გადახდას ისევ ვაგრძელებდით, ამჯერად, უკვე როგორც ორი შვილის შვილმკვდარი დედა. გადის წლები და კიდევ ერთი შვილი დამეღუპა. 40 რომ გავიდა, გერმანიაში მაშინვე წავედით, მესამე შვილის დიაგნოსტიკისთვის. 6 თვეში დავბრუნდით უკან. 6 თვეში ერთხელ გადასხმაზე გვიწევდა თბილისში ჩასვლა. ერთ-ერთი მორიგი ვიზიტის დროს, როცა ქუთაისიდან თბილისში უნდა წამოვსულიყავით, ჭიშკარში დაგვხვდა ქაღალდი. გავხსენი გადახვეული თაბახის ფურცელი და ნაბეჭდი წერილის პირველი წინადადება ასე იწყებოდა:

 

„გთხოვ წაიკითხე ბოლომდე!“ შემდეგ გრძელდებოდა … შენი შვილი, რომელსაც უკვე წლებია დასტირი, ის ბავშვი ცოცხალია. იქვე ეწერა ჩემი მშობიარობის წელი, თვე რიცხვი და ბავშვის მონაცემები. წერილში ისიც ეწერა, რომ შესაძლოა, სხვისი გარდაცვლილი შვილი დამაკრძალინეს ან სულაც არაფერი… წერილში ეწერა, რომ ბავშვი ქუთაისშ იზრდებოდა. მაშინ, რაც დამემართა ალბათ წარმოსადგენია… წერილის ბოლოს ეწერა, რომ თუ მინდოდა, ჩემი შვილისთვის მიმეგნო, წერილი აუცილებლად უნდა დამეწვა. არ მახსოვს თბილისში როგორ ჩავედი. უკან რომ დავბრუნდით, მეუღლეს მომხდარზე ვუამბე. იმ დღიდან ჩვენი გოგონას ძებნა დავიწყეთ. ჩვენი შვილის ასაკის გოგონას ყველგან ვეძებდით – ქუჩაში, პარკში, საბავშვო ბაღში. გვჯეროდა, მას გენეტიკური ნიშნით მაინც ამოვიცნობდით. ჩემი გარდაცვლილი შვილები ყოველღამე მესიზმრებოდნენ და რაღაც მიმართულებას მაჩვენებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მივაგებით. ასეთ წამებაში 2 კვირა გავიდა.

 

მივიღე მორიგი წერილი, სადაც იმ სახლის მისამართი ეწერა, სადაც ჩემი შვილი იზრდებოდა. უკვე ღამე იყო. მითითებულ მისმართზე მაშინვე წავედით. უბანში სამი ადამიანი შეგვხდა, ორი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი და პატარა, 12 წლამდე გოგონა. ისეთი აღელვებული და განერვიულებული ვიყავი, ხმა მიკანკალებდა. რაღაც არაამქვეყნიურმა ძალამ და ინტუიციამ შემახვედრა ეს ადამიანები, რომლებსაც ძლივს ვკითხე, ამ სახელისა და გვარის ქალს ხომ არ იცნობთ-მეთქი. უცებ მესმის ხმა, კი ეგ ქალი დედაჩემიამო, მითხრა გოგონამ. პედაგოგია-თქო ვკითხე და კიო, დამიდასტურეს, მამა ყოფილი პოლიციელიაო. როცა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად სწორ მისმართზე ვიყავი მისული, რომ არ გამეფუჭებინა ყველაფერი უცებ მოვიგონე სხვა სკოლა და მუსიკის მასწავლებელს ვეძებ, მისი ყოფილი მოსწავლეს უნდა მასთან დაკავშირება-მეთქი…

 

ის პატარა გოგონა კი, რომელიც თან ახლდათ მარიამი იყო… როგორც შემდეგ გაირკვა, ადამიანი, რომელიც წლების წინათ სამშობიაროში ანესთეზიოლოგად გამეცნო, ჩემი შვილის ამღზრდელი მამა ყოფილა…

ბედისწერამ ჩემი შვილი მაპოვნინა. იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ ემოციებს ძლივს ვთოკავდი, მოვიდა მარიამი და მეუბნება, რატომ ნერვიულობთ ქალბატონო, რითი დაგეხმაროთო… ვუთხარი, რომ წლების წინათ მეგონა, რომ შვილი გარდამეცვალა და ახლა გავიგე, რომ ცოცხალი ყოფილა-მეთქი. მყავს შვილიშვილი, რომელსაც ასევე ჩემი გოგონას სახელი, მარიამი დავარქვით-მეთქი. მარიამი მამშვიდებდა, დახმარებასაც დამპირდა, მოგაძებნინებთ შვილსო. ჩაიწერა ჩემი ნომერი. გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლში მისული არ ვიყავით, რომ მარიამის ესემესი მომდის, გულები და კოცნები. მალევე გამომაფხიზლა ზარმა. მირეკავს უცნობი ნომერი, ქალის ხმა მაფხიზლებს. შენ მარიამს კი არა, მე მეძებო და სახელი და გვარი მითხრა. აღმოჩნდა ჩემი შვილის გამზრდელი დედა. დავთქვით შეხვედრა, შევხდით და ვისაუბრეთ. თავიდან იტყუებოდა, ბოლოს აღიარა, რადგან ვუთხარი, რომ მისთვის შვილის წართმევას არ ვაპირებდი…

 

18 წლის შემდეგ, ჩემი შვილი ვნახე, რომელიც გარდაცვლილი მეგონა. ქალბატონს შევთავაზე, რომ ჩემზე მარიამისთვის თავად ეთქვა, რომ ძველი მეგობრები ვიყავით და ისევ უნდა აღვედგინა ჩვენი ახლობლობა. მარიამს ასე უნდა სცოდნოდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად მზად არ იქნებოდა, რომ სიმართლე სცოდნოდა. კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, მარიამი სიმართლეს ვერასდროს გაიგებსო. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი მდგომარეობა, რაც დამემართებოდა. ამ ქალს ვუთხარი, გასაგებია, რომ შვილი გინდიდათ, მაგრამ მე რატომ წამართვით, ათასი ქალი ტოვებდა შვილებს თავიანთი სურვილით და რატომ ბავშვთა სახლიდან არ აიყვანეთ, ასე რატომ მომექეცით, ეს როგორ გააკეთეთ-მეთქი… მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა. მერე მოულოდნელად მეუბნება, ბოზის შვილი რატომ უნდა გამეზარდაო და მანქანიდან გადამიხტა.

 

იმ საღამოს, სახლში თურმე მეუღლესთან საუბრობდა, დიალოგი მარიამს მოუსმენია. მან გაიგო, რომ ის იყო აყვანილი და მე მისი ბიოლოგიური დედა ვიყავი. დილით მირეკავს მარიამი და მეუბნება, მე ყველაფერი ვიცი და უნდა ვისაუბროთო. მეორე დღეს მართლაც შევხდით. ეს შეხვედრა თბილი და სიყვარულით სავსე არ ყოფილა. ჩვენს შორის რთული საუბარი შედგა. ჩვენს შორის ურთიერთობა, მეორე დღეს უფრო დაიძაბა. მარიამს უთხრეს, რომ მე ვიყავი შვილმკვდარი გიჟი დედა. ათასი სისულელე მოატყუეს, მათ შორის ისიც, რომ ვითომ მარიამი ჩემი მესამე შვილის გადასარჩენად ბიოლოგიურ მასლად გამოსაყენებლად მინდოდა. მერე ოჯახს დნმ ანალიზი შევთავაზე, რაზეც უარი მივიღე. მარიამს ჩემს საწინააღმდეგოდ განაწყობდნენ. მე დამნაშავედ მაცხადებდნენ. პოლიციას მიძახებდბენ და ა.შ.

 

ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, რომ შვილების საფლავზე ავედი და სხვადასხვა ჯგუფის ბევრი მედიკამენტი დავლიე. ჩემს შვილს რომ არ მოესწრო, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. მთელი ღამე რეანიმაციაში გავატარე, ღმერთს არ უნდოდა ჩემი სიკვდილი და გადავრჩი.

ერთი წლის თავზე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მე და მარიამი დედა-შვილი ვიყავით. ერთი სიტყვით, შვილი დავიბრუნე. ახლა, ამ იატორიას იმიტომ არ ვყვები, რომ მეხალისება და მიხარია. მინდა, ჩემი მაგალითი სხვებისთვის მართლაც მაგალითი გახდეს, რათა არ დანებდეთ, ბოლომდე იბრძოლეთ და ვისაც ეძებთ, აუცილებლად იპოვით.

 

„პრაიმტაიმს“ თავის ისტორიას იძულებით გაშვილებული გოგონა მარიმ ჯიშკარიანიც უყვება, რომელმაც 18 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლების ოჯახში დაბრუნდა.

 

„ჩემი ახალი ისტორიის დაწყება, ახალი ცხოვრება, ფაქტობრივად მეორედ დაბადება 2013 წელს მოხდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 18 წელი ყველაფერს კარგად ფუთავდნენ ისე, რომ არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ 2013 წლის შემოდგომ ყველაფერი შეიცვალა. როცა ბიოლოგიურ დედას პირველად შევხვდი, სასეირნოდ ვიყავი. ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო. იმ წამებიდანვე უკვე ერთმანეთს ვეღარ ვთმობდით, ვერ ვშორდებოდით. დედას თან ჩემი ძმა, ბიძა და ჩემი ძმის მეგობარი ახლდა, ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, ჩემს ძმას აღუწერელი სახე ჰქონდა – მეორე ძმის გარდაცვალებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, ჩვენი შეხვედრის მომენტი კი, მისთვის ყველაზე სავსე და ბედნიერი იყო.

 

სახლში დაბრუნებულმა გამზრდელ დედას ყველაფერი ვუთხრი და ის აფორიაქდა… საღამოს მეც ძალიან უცნაურად ვიყავი და არასდროს რომ არ მიმიყურადებია აწ უკვე გამზრდელების საუბარზე, მათ მოვუსმინე რომ განიხილავდნენ, რა მოხდება თუ მარიამი სიმართლეს გაიგებს… იქედან ისმოდა შემდეგი, რამდენი ნაშვილებია და რაღა ეგ გადაირევა… ნუ აქ ითქვა უკვე სათქმელი და უჩუმრად დავბრუნდი ჩემს ოთახში…

 

სიმართლე გითხრათ ძალიან აფორიაქებული ვიყავი… ამდენი წლის შემდეგ, მოულოდნელად ასეთი ამბავი… და სრული გაურკვევლობა, ხან ის რომ მისი შვილი არ ვარ, ხან გამზრდელი მამის ბიოლოგიური შვილი ვიყავი… ათასი სისულელე, ყველაფერი ტყუილი… ბიოლოგიურმა დედამ ჩემი დაბადების შესახებ ზუსტად ის მომიყვა, რაც მანამდე ვიცოდი – რომ სახლში პატარა წონის თეთრი ცისფერთვალება ვარდისფერ ტუჩებიანი, ვარდისფერ თხელ პლედში გახვეული მიმიყვანეს. ზუსტად იგივე მომიყვა დედამ, რომ ვიყავი პატარა ცისფერთვალება ვარდისფერ ტუჩებიანი, ვინც კი მნახა სამშობიაროში თურმე ამბობდნენ, იმდენად ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა შეუძლებელია გარდაცვლილიყოო. მერე იგივე ხელწერით, როგორც ყველა ისტორიაში ხდება ხოლმე, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმეს, მამას ყუთით შეფუთული რაღაც ან ვიღაც ისე გაატანეს, რომ არ გაახსნევინეს და დაასაფლავებინეს…

პირველი რაც გავაკეთე, მივედი სამშობიაროში, სადაც მეუბნებოდნენ რომ დავიბადე. გავარკვიე, რომ გამზრდელი დედა საერთოდ ნამშობიარები არც იყო. იქიდან უბნის ექიმს მივაკითხე.ისტორიები ამოვქექე, ჩემ ისტორიაში შეცვლილი ასაკი ვნახე, ნამდვილი წელით მხოლოდ იქ ვიყავი გატარებული. ექიმმა მითხრა რომ 3 დღის მიმიყვანეს და მან მეტი არაფერი იცოდა. შემდეგ უკვე, პირველ სამშობიაროს ვესტუმრე და იქ სიმართლის წიგნი მთელი თავისი სანახაობით ვნახე – რეალური დაბადების აქტი გადახაზული მელნისფერი კალმით იყო და შეცვლილ წელს ბოლოში მელნისფერი კალმით მიწერილი წარწერა ჰქონდა, უკვე ნამდვილი სახელის გარდა ყველაფერი. სამშბიაროში მეორედ მისულს განმიცხადეს, რომ საცავი განადგურდა… ეს ისტორია როცა უკვე ყველამ გაიგო, და მე ისევ გამზრდელებთან ვიყავი, ბიოლოგირი დედა თავის გზაზე წავიდეს, ჩვენ მოგივლით და ა.შ შეგნებულად არავის სახელს და გვარს არ ვასახელებ, საკუთარ თავს ყველა ამოიცნობს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დამწუხრებულები არიან, მათგან ძალიან დიდი გულის ტკივილი მივიღე…

 

გამზრდელებმა იცოდნენ გავლილი მქონდა საკითხი რომ ჩემთვის მხოლოდ დედმამიშვილები იყვნენ სხვას არავის და არაფერს ყურადღებას არ მივაქცევდი და მათ არ გავცვლიდი არავისში, მაგრამ აქაც შევცდი. 2015 წლის 12 აპრილს აღდგომას კი საბოლოოდ გამომისტუმრეს იმ სახლიდან სადაც გავიზარდე, მხოლოდ იმიტომ, რომ აღდგომას ჩემი გარდაცვლილი ძმების საფლავზე გავედი. აქ დასრულდა ჩემთვის ყველაფერი, რადგან იქ, სადაც გავიზარდე ვინც გამზარდა მეუბნება: „მე გაზიარებული ძროხა არ მინდა“, „მე შენში დიდი ინვესტიცია მაქვს ჩადებული“, „სიბერეში წყლის მომწოდებელი უნდა მყოლოდა“, „შენში ბევრი ფული გადავიხადეთ“, „ ამ სახლიდან გახვალ და უკან ვეღარ დაბრუნდები“… აღარც დავბრუნებულვარ, ყველაფერი დავასრულე…

 

შეიძლება ეს ვინმესთვის მოსაწონი არ იყოს და კრიტიკის საგანი გახდეს, მაგრამ ავდექი და წამოვედი, დედაჩემის და ჩემი ოჯახის სურვილი იყო, გამზრდელები არ უნდა დამეტოვებინა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, გამზარდეს და ასაკიანებიც არიან… ამის შემდეგ, გაგრძელდა ისევ უთანხმოება, წყევლა: (მიეწიე შენ ძმებს, დალპი როგორც ისინი… ) ამ დროს ჩემი პატარა ძმა მესამე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ზუსტად მახსოვს მირეკავენ და მეუბნებიან თუ არ დაბრუნდები, შენი ძმა მოკვდებაო… ეხლა და ეხლა ვიაზრებ რა ხდებოდა ჩემს თავს და მართლაც 2 კვირაში ჩემი ძმის მდგომარეობა დამძმდა და 12 ივლის გარდაიცვალა… ზუსტად 12 ივლისს დავამთავრე ყველაფერი, ზუსტად 12 ივლისს დავსვი საბოლოო წერტილი. ზუსტად იმ დღეს დავასაფლავე ყველა, ჩემი წარსულიდან…“ – ამბობს მარიამი.

გაზიარება2934

დაკავშირებული -პოსტები

მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, 4-5 ბალიანი შტორმი – საქართველოში ამინდი უარესდება

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი....

დაწვრილებითDetails

ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო
მთავარი

ნიდერლანდში, ტბაში მარნეულელი ახალგაზრდა დაიხრჩო. MARNEULINEWS-ს ინფორმაციით სოფელ ქვემო სარალის მცხოვრები 18 წლის რალიზ რაგიმოვი ნიდერლანდში ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი ნიდერლანდში სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

სასტიკად სცემეს და გაიმეტეს პოლიციელებმა – გორის პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი პირი ამხელს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის...

დაწვრილებითDetails

8 200კგ პომიდორში მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
8 200კგ პომიდორში მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა
მთავარი

,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ამის შესახებ ცნობილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ – გივი მიქანაძე

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, მომდევნო წლებში სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა. „სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000-დან 20 000-ლარამდე – რაზე წესდება ახალი ჯარიმა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
ეკონომიკა

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. ამასთან დაკავშირებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა....

დაწვრილებითDetails

გაქურდულია რამდენიმე ბინა – მოპარულია დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

რუსთავში რამდენიმე ბინის ქურდობის ბრალდებით სამართალდამცავებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ბინაში უკანონო შეღწევით...

დაწვრილებითDetails

4 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. "სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა. „შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო. ჩაუტარდა კვლევები,  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან – ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი-გივი მიქანაძე
მთავარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. გივი მიქანაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ გაგზავნილ კითხვებს გასცემს პასუხს. მიქანაძისადმი კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას ეხება. ფრაქცია „საქართველოსთვის“ მათ შორის ელის პასუხს კითხვაზე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"