LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შშმ პირი დაშბაშის კანიონზე არ შეუშვეს

ნახეთ რა წერია განცხადებაში, რომელსაც კომპანია იმ შშმ პირის საპასუხოდ აქვეყნებს, რომელიც ამბობდა, რომ ეტლით ხიდზე არ შეუშვეს

დაპოსტა 2022/07/14-ში
A A
268
ნახვა
გაზიარება

კომპანია კასს ლენდი“ მოქალაქის ოთო დარბაისელის ფეისბუკ-პოსტის საპასუხოდ ვრცელ განმარტებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გვინდა გამოვეხმაუროთ „კასს ლენდის“ მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს და გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება.

როგორც იცით, წალკის კანიონზე განხორციელდა ისრაელური კომპანია „კასს გრუპის“ კერძო ინვესტიცია და პროექტის ღირებულება 120 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, მის დაპროექტებასა და მშენებლობაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო დონის  წამყვანი სპეციალისტები და კომპანიები. სწორედ ამიტომ, „კასს ლენდის“ სრული ინფრასტრუქტურული მოწყობა წალკის კანიონზე არათუ აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, არამედ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხის საერთოდ ახალ გაგებას გვთავაზობს. საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო ნორმების და რეგულაციების საფუძველზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფრასტრუქტურა სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, რაც გულისხმობს შშმ-პირთათვის განკუთვნილი პანდუსების, ლიფტების (3 ლიფტი) და მანიშნებლების ინსტალაციას მთელ ტერიტორიაზე.

„კასს ლენდის“ ხედვაა შექმნას თანასწორი გარემო, რათა ყველა ადამიანს, თანაბრად შეეძლოს წალკის კანიონზე ჩამოსვლა და ყველა იმ ატრაქციით სარგებლობა, რომელსაც პროექტი მოიცავს. თუმცა, სოციალურ მედიაში გუშინ, 12 ივლისის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია, აზიანებს კომპანიის რეპუტაციას და წინააღმდეგობაში მოდის არსებულ რეალობასთან.

რესტორანში ჩასასვლელი შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, სამწუხაროდ მწყობრიდან იყო გამოსული, თუმცა ამ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება 24 საათში მოხდა და ამ დროისთვის ლიფტი შეუფერხებლად მუშაობს. სამეთვალყურეო ვიდეო ფაქტებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არასდროს, არცერთი შშმ პირისთვის დაშვება აკრძალული არ ყოფილა, ტერიტორიის იმ მონაკვეთებზე სადაც ნებადართულია გადაადგილება.

გახსნის დღიდან, 14 ივნისიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე მრავალი შშმ პირი იმყოფებოდა „კასს ლენდში“, რომელთაც არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ ინფრასტრუქტურის სარგებლობისას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ პირს შეგვიძლია შევთავაზოთ პერსონალური ტური და ადგილზე ვაჩვენოთ ის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, რაზეც კომპანიის მხრიდან დიდი რესურსი დაიხარჯა.

გვინდა თხოვნით მივმართოთ საზოგადოებას და მედიას, რომ თავი შეიკავონ დაუდასტურებელი/გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაზიარებისგან. „კასს ლენდის“ გუნდი ყოველთვის მზადაა ღიად ისაუბროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას. არასწორი და არასრული ინფორმაციის გავრცელება, დიდი რისკის ქვეშ აყენებს იმ ტურისტული მიმართულების რეპუტაციას, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა და მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

„საქართველოს ბრილიანტის“ შესახებ საუბრობენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო მედია ორგანიზაციები, როგორებიცაა CNN, BBC, Euronews და სხვა. დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „კასს ლენდს“ არამედ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ქვეყანას. ამ გიგანტური პროექტის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალას და მონდომებას არ იშურებენ უკეთესი გარემოს შესაქმნელად, ყოველდღიურად კანიონი ათასობით ტურისტს მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ „კასს ლენდით“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია იამაყოს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ თემით დაინტერესდა! ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ უკეთესი გარემოს შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება107

დაკავშირებული -პოსტები

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება.   კურო   მოსალოდნელია გაუგებრობები...

დაწვრილებითDetails

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"